
ჩვენთვის ხარისხი ნიშნავს მომხმარებლის მოთხოვნის დაკმაყოფილებას და იმავდროულად გარემოზე ზრუნვას.
ჩვენი პლანეტის წინაშე დგას უზარმაზარი ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური გამოწვევები. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა გულისხმობს ბიზნესის კეთილ ნებას – საკუთარი საქმიანობით არ მოახდინოს უარყოფითი ზეგავლენა ადამიანებსა და ბუნებრივ გარემოზე და წვლილი შეიტანოს საზოგადოების კეთილდღეობაში. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა მჭიდროდ უკავშირდება მდგრადი განვითარების კონცეფციას.
რადგან ჩვენი კომპანიისთვის დაფუძნებისთანავე მნიშვნელოვანი იყო ზემოთაღნიშნული კონცეფციები, ამიტომ პარტნიორების შერჩევისას ვითვალისწინებთ არა მარტო მათი პროდუქციის მაღალ ხარისხს და ეფექტურობას, არამედ მათ მიდგომებსაც, როგორიცაა:
- ნედლეულის მოპოვება მდგრადი ბიო ან ბიოდინამიური მეურნეობებიდან;
- ბუნებაში ნედლეულის მოპოვების შემთხვევაში მათ განახლებაზე ზრუნვა;
- ჯანსაღი ნიადაგის შენარჩუნება;
- სამართლიან ურთიერთობების კულტივირება;
- ეთიკური პასუხისმგებლობით ნედლეულის შესყიდვა;
- მწვანე ენერგიის გამოყენება;
- კლიმატნეიტრალურობა;
- ბიოდეგრადირებადი ნარჩენები და შეფუთვა;
- ინოვაციური, ახალი ტექნოლოგიების შემუშავება;
- ცდების ჩაუტარებლობა ცხოველებზე;
- სინთეზური კონსერვატების და არომატიზატორების, გენმოდიფიცირებული და მიკროპლასტიკური ინგრედიენტების შეუცველობა;
ყოველი ორგანიზაცია – დიდი მულტინაციონალური კომპანია, თუ მცირე ბიზნესი, სამთავრობო უწყება, თუ არასამთავრობო ორგანიზაცია – ზეგავლენას ახდენს ბუნებრივ თუ სოციალურ გარემოზე მის გარშემო. შესაბამისად, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საბოლოო მიზანი მდგრადი განვითარების ხელშეწყობა და მისი მიზნების შესრულებაში წვლილის შეტანაა.
