აღწერა

ალერგიული დაავადებების სამკურნალო ბუნებრივი წამალი

ჩვენება: ალერგიული დაავადებების პრევენცია და მკურნალობა; ალერგიული რინიტი; სასუნთქი გზების ალერგიული დაავადებები, მაგ:  პოლინოზი (მცენარეთა მტვერის მიმართ ალერგია)

შემადგენლობა: 1 ამპულა შეიცავს: ლიმონის  წვენი ( Citrus limon, Succus)  8 მგ /კომშის  ნედლი ნაყოფის წყლიანი ექსტრაქტი (Cydonia oblonga, Fructus rec.) (1:2,1) 12 მგ

უკუჩვენება: ციტრუსის  მიმართ მომატებული ზემგრძნობელობა.

გამოყენების წესი: საინიექციო ხსნარი  კანქვეშა ინიექციისთის ან საინჰალაციოდ

პროფილაქტიკური ფაზა:

პროფილაქტიკური მიზნით გენციდოს გამოყენებას შეძლებისდაგვარად უკვე იანვარში ან თებერვალში იწყებენ. კვირაში 1-2-ჯერ 1 მლ საინიექციო ხსნარი  კანქვეშა ინექციისთვის. ალერგიული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში იზრდება გენციდოს (5%) კონცენტრაცია.

პროფილაქტიკური მკურნალობა რამდენიმე წლის მანძილზე უნდა ჩატარდეს კურსის სახით, ადრე გაზაფხულიდან.

სამკურნალო ფაზა: დღეში ერთხელ 1 მლ გენციდო 1%  კანქვეშა ინექციისთვის.

კანქვეშა ინიექცია კეთდება უპირატესად კეფის მიდამოში ან მკლავის გარე ზედაპირზე.

ინჰალაცია

ინჰალაცია ხორციელდება ინჰალატორის დახმარებით. ინჰალაციისთვის გამოიყენება 1-2 მლ საინიექციო ხსნარი დღეში 1-2-ჯერ. აპარატის მწარმოებლისა და მკურნალი ექიმის მითითების მიხედვით შესაძლებელია საინიექციო ხსნარის ფიზიოლოგიური ხსნარით გაზავება 1:1 _ 1:2 პროპორციით.

10 წლამდე ასაკის ბავშვებში ინიექციების ნაცვლად შესაძლოა ინჰალაცია. ბავშვმა იმდენჯერ უნდა შეისუნთქოს, რამდენი წლისაც არის.

10 წლის ასაკს ზემოთ  მწვავე სტადიაში ინიექციებთან ერთად დამატებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს ინჰალაციაც.