• შეიცავს ბიო მცენარეული ზეთების საპნებს
• არ შეიცავს ენზიმებს და გენური ინჟინერიით მიღებულ პროდუქტებს
• ფერად ქსოვილებს რეცხავს საფუძვლიანად და უნარჩუნებს ხასხასა ფერს
• ბუნებრივი სუფთა სურნელი ბიო პიტნისა და ლიმონის ზეთებით
• 100% -ით ბიოდეგრადირებადი
სარეცხი სითხე ფერადი ქსოვილისთვის პიტნა & ლიმონი
Original price was: 48.00 ₾.33.60 ₾Current price is: 33.60 ₾.
მარაგში
მარაგში
აღწერა
რჩევა: სარეცხი სითხე პირდაპირ ბარაბანში მოათავსეთ.
პროდუქტის დეკლარაცია:
რაფსის / მზესუმზირის ზეთებისგან მიღებული საპნები კონტროლირებადი ბიო მეურნეობიდან 15–30%
შაქრის ტენზიდები 5–15%
ციტრატი 5–15%
მცენარეული სპირტი (ეთანოლი) 5–15%
ალკილსულფატი 1–5%
სულფატირებული აბუსალათინის ზეთი 1–5%
ბუნებრივი ეთერზეთები – ლიცეა კუბება, პიტნის, მწარე ფორთოხლის, ლიმონის, ლიმონის ციმბოპოგონი და ფიჭვის – კონტროლირებადი ბიო მეურნეობიდან <1%
დიპტეროკარპუსის ფისი <1%
ფისოვანი ნივთიერებები კონტროლირებადი ბიომეურნეობიდან / ველურად შეგროვებული <1%
დინამიზებული წყალი 100%-მდე
შემადგენელი ნივთიერებები EC 648/2004
წყალი, ნატრიუმის საპონი*, ალკილპოლიგლუკოზიდი C8–16 (ქოქოსის გლუკოზიდი, ლაურილ გლუკოზიდი), სოდა / ნატრიუმის ციტრატი, სოდა C12–14 ალკილსულფატი (Sodium Lauryl Sulfate), სპირტი, სულფატირებული აბუსალათინის ზეთი, პარფიუმი*, ციტრალი*, ლიმონენი*, ლინალოოლი*, დიპტეროკარპუსის ფისოვანი ექსტრაქტი
*სერთიფიცირებული ორგანული ნივთიერებები
შემადგენელი ნივთიერებების წარმომავლობა და თვისებები:
საპონი, შაქრის ტენზიდები და ალკილსულფატი აძლიერებენ და აუმჯობესებენ ერთმანეთის გამრეცხ თვისებებს. ბიო-რაფსის და ბიო-მზესუმზირის ზეთებიდან გასაპვნის განსაკუთრებული მეთოდით მიიღება საპონი გაცხელების გარეშე, კალიუმის ტუტის საშუალებით. საპნები როგორც გამრეცხავი აქტიური ნივთიერებები უნიკალური თვისებებით ხასიათდება: ჭუჭყის შემბოჭავი, გამხსნელი და ამომყვანი. საპნის ამ თვისებებს აძლიერებს შაქრის ტენზიდები და ალკილსულფატი, რომლებიც მიიღება მცენარეულ ნედლეულზე: შაქარი, სახამებელი და ქოქოსის ცხიმი – მჟავების ზემოქმედებით. ამავდროულად, ეს კომბინაცია გამორიცხავს საპნის უარყოფით თვისებას, კერძოდ კირის საპნის წარმოქმნას. სპირტი, რომელიც მიიღება მცენარეული სახამებლისგან, განაპირობებს სარეცხი სითხის თხევად ფორმას და უზრუნველყოფს გამრეცხი ნითიერებების მაღალ კონცენტრაციას. სულფატირებული აბუსალათინის ზეთი მიიღება ზეთისა და გოგირდმჟავას ურთიერთქმედების შედეგად. იგი აუმჯობესებს ცხიმის გახსნის თვისებას.
ტექნიკური მონაცემები
სიმკვრივე (20 °C), 1,063 გრ/ სმ³
pH (20 °C), (5 g / l H₂O) 8,5–9,5
შეინახეთ 10 – 25 °C ტეპერტურაზე ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
გამოყენება
კანაფის, ბამბის, ტილოს, მიკრობოჭკოვანი და შერეული ფერადი ქსოვილის გასარეცხად 20–60 °C ტემპერატურაზე.
ბიოდეგრადირება:
მცენარეული ზეთებისგან დამზადებულ საპონს აქვს თავისებურება: აყალიბებს ბმას ჩამდინარე წყლებში არსებულ კალციუმთან. შედეგად, ანეიტრალებს მის ზედაპირულ აქტივობას (პირველადი დეგრადაცია). ეს პირველადი დეგრადაცია ხდება რამდენიმე საათში. შემდეგ კალციუმის საპონი მიკროორგანიზმების მიერ 100%-ით იშლება ნახშირორჟანგად და წყლად (მეორადი დეგრადაცია).
შაქრის ტენზიდები იწარმოება მცენარეული ნედლეულიდან მიღებული სახამებლის, შაქრისა და ცხიმოვანი ნივთიერებებისგან, სადაც მათი ბუნებრივი სტრუქტურა მთლიანად შენარჩუნებულია. ამიტომ მიკროორგანიზმებისთვის ადვილია ამ ზედაპირულად აქტიური ნივთიერებების 100% სწრაფად და სრულად დაშლა. OECD-ის თანახმად, საპონი და შაქრის ტენზიდები ითვლება ადვილად ბიოდეგრადირებად ნივთიერებებად.
სერთიფიცირებული
NCP (Nature Care Product)
CSE (Certified Sustainable Economics)
Vegan Society
შეფუთვა
ბოთლი / კონტეინერი: PE
სახურავი: PE / PP , ეტიკეტი: PE , მეორადი შეფუთვა: გადამუშავებადი 100%
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი |
---|