აღწერა

• შეიცავს მხოლოდ მცენარეულ ტენზიდებს
• არ შეიცავს მინერალურ ზეთებს
• არ შეიცავს სურნელის ან ფერის მიმცემ ნივთიერებებს, არ შეიცავს კომპლექსურ აგენტებს.
• არ შეიცავს კონსერვანტებს.
• არ შეიცავს ენზიმებს და გენური ინჟინერიით მიღებულ პროდუქტებს.
• 100% -ით ბიოდეგრადირებადი

პროდუქტის დეკლარაცია:
რაფსის და მზესუმზირის ზეთისგან მიღებული საპონი, კონტროლირებადი ბიო მეურნეობიდან 5–15%
შაქრის ტენზიდები 5–15%
ალკილსულფატი 5–15%
მცენარეული სპირტი (ეთანოლი) 1–5%
სულფატირებული აბუსალათინის ზეთი <1%
ციტრატი <1%
დინამიზებული წყალი 100%-მდე

შემადგენელი კომპონენტები EC 648/2004
წყალი, ნატრიუმის საპონი*, ალკილპოლიგლუკოზიდი C8–16 (ქოქოსის გლუკოზიდი, ლაურილ გლუკოზიდი), სოდა C8–14 ალკილსულფატი (ნატრიუმის ოქტილსულფატი Sodium Octyl Sulfate, ნატრიუმის ლაურილ სულფატი Sodium Lauryl Sulfate), სპირტი, სულფატირებული აბუსალათინის ზეთი, სოდა / ნატრიუმის ციტრატი

*სერთიფიცირებული ორგანული ნივთიერებები

შემადგენელი ნივთიერებების წარმომავლობა და თვისებები:
საპონი, შაქრის ტენზიდები და ალკილსულფატი აძლიერებენ და აუმჯობესებენ ერთმანეთის გამრეცხ თვისებებს. ბიო-რაფსის და ბიო-მზესუმზირის ზეთებისგან (კონტროლირებადი ბიომეურნეობიდან) გასაპვნის განსაკუთრებული მეთოდით მიიღება საპონი გაცხელების გარეშე, კალიუმის ტუტის საშუალებით. მათი აქტიური ნივთიერებები უნიკალური გამრეცხი თვისებებით ხასიათდება: ჭუჭყის შემბოჭავი, გამხსნელი და ამომყვანი. საპნის ამ თვისებებს აძლიერებს შაქრის ტენზიდები და ალკილსულფატი, რომლებიც მიიღება მცენარეულ ნედლეულზე: შაქარი, სახამებელი და ქოქოსის ცხიმი – მჟავების ზემოქმედებით. ამავდროულად, ეს კომბინაცია გამორიცხავს საპნის უარყოფით თვისებას, კერძოდ კირის საპნის წარმოქმნას. სპირტი, რომელიც მიიღება მცენარეული სახამებლისგან, განაპირობებს სარეცხი სითხის თხევად ფორმას და უზრუნველყოფს გამრეცხი ნითიერებების მაღალ კონცენტრაციას. სულფატირებული აბუსალათინის ზეთი მიიღება ზეთისა და გოგირდმჟავას ურთიერთქმედების შედეგად. იგი აუმჯობესებს ცხიმის ამომყვან უნარს.

ტექნიკური მონაცემები
სიკვრივე (20 °C) 1,027 გრ / სმ³
pH (20 °C, 5 გრ / H₂O) 8,5–9,5

შეინახეთ 10 – 25 °C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.

თეთრი და ფერადი ქსოვილებისთვის: ბამბა, ტილო, კანაფი და შერეული ქსოვილები; 30–95 °C

გამოყენება
დამარბილებელი სარეცხის მანქანის უჯრაში, ხოლო სარეცხის სითხე პირდაპირ ბარაბანში მოათავსეთ.

ბიოდეგრადირება
მცენარეული ზეთებისგან მიღებულ საპნებს ყველა სხვა აქტიურ გამრეცხ ნივთიერებებთან შედარებით აქვთ განსაკუთრებული თვისება, გამოყენების შემდეგ, ჩამდინარე წყალში მოხვედრილი ერწყმის კალციუმს და მისი ზედაპირულ აქტივობა წყლის ეკოსისტემის მიმართ ნეიტრალდება (პირველადი დეგრადაცია).
კალციუმის საპონი მიკროორგანიზმების მიერ 100% -ით იშლება ნახშირორჟანგად და წყლად. (მეორადი დეგრადაცია).
შაქრის ტენზიდების წარმოების პროცესში, ალკილსულფატი და სულფატირებული აბუსალათინის ზეთი მიიღება მცენარეული ნედლეულისგან, სახამებელი, შაქრები და ცხიმები, სადაც ნარჩუნდება მათი ბუნებრივი სტრუქტურა. აქედან გამომდინარე მიკროორგანიზმებისთვის ძალიან მარტივია მათი 100%-ით დაშლა. საპნები, შაქრის ტენზიდები, ალკილსულფატი და სულფატირებული აბუსალათინის ზეთი OECD-ის მიხედვით ითვლება როგორც ადვილად ბიოდეგრადირებადი.

სერთიფიცირებული
NCP (Nature Care Product)
CSE (Certified Sustainable Economics)
Vegan Society

შეფუთვა
ბოთლი / კონტეინერი: PE
სახურავი: PE / PP, ეტიკეტი: PE , მეორადი შეფუთვა: გადამუშავებადი 100%