აღწერა
პროდუქტის დეკლარაცია
რაფსის ზეთის/ მზესუმზირას ზეთის საპონი კონტროლირებადი ბიო მეურნეობიდან 5–15%
შაქრის ტენზიდი 5–15%
ქოქოსის ცხიმის სპირტული სულფატი 5–15% (ალკილსულფატი)
მცენრაეული სპირტი (ეთანოლი) 1–5%
სულფატირებული აბუსალათინის ზეთი <1%
ციტრატი <1%
ლავანდას ეთერზეთი, კონტროლირებადი ბიომეურნეობიდან <1%
დიპტეროკარპუსის ფისი <1%
ფისოვანი ნივთიერებები კონტროლირებადი ბიო მეურნეობიდან / ველურად შეგროვებული <1%
დინამიზებული წყალი 100%-მდე
შემადგენლობა EC 648/2004
წყალი, კალიუმის საპონი*, ალკილპოლიგლუკოზიდი C8–16 (ქოქოსის გლუკოზიდი, ლაურილ გლუკოზიდი), სოდა C8–14 ალკილსულფატი (Sodium Octyl Sulfate, Sodium Lauryl Sulfate), სპირტი, სულფატირებული აბუსალათინის ზეთი, სოდა / კალიუმის ციტრატი, პარფიუმი*, ლინალოლი*, დიპტეროკარპუსის ფისოვანი ექსტრაქტი
*certified organically grown
შემადგენელი ნივთიერებების წარმოშობა და თვისებები:
საპონი, შაქრის ტენზიდი და ალკილსულფატი თხევად სარეცხ საშუალებაში მოქმედებენ ერთმანეთის შემავსებლად და გამაძლიერებლად. საპნისათვის რაფსის და მზესუმზირის ზეთები, რომლებიც მიიღება კონტროლირებადი ბიომეურნეობიდან გასაპვნის განსაკურებული მეთოდი გამოიყენება, გაცხელების გარეშე, კალიუმის ტუტის დახმარებით. საპონი, როგორც გამრეცხი აქტიური სუბსტანცია აერთიანებს რეცხვისთვის მნიშვნელოვან ყველა თვისებას: დალბობა, გახსნა და ჭუჭყის მოშორება. საპნის ამ ეფექტს აძლიერებს შაქრის ტენზიდი და ალკილსულფატი, რომლებიც სრულიად მცენარეული ნედლეულისგან შაქრის, სახამებლისა და ქოქოსის ცხიმისგან მჟავის თანაობისას ქიმიური გარდაქმნების შედეგად მიიღება. ამავდროულად, ეს კომბინაცია გამორიცხავს საპნისათვის დამახასიათებელ არასასურველ ეფექტს, როგორიცაა კალციუმის საპნის წარმოქმნა, რომელიც დამარბილებლების არასათანადო დოზირების შედეგია. სპირტი, რომელიც მცენარეული სახამებლისგან მიიღება უნარჩუნებს სარეცხ საშუალებას თხევად ფაზას და უზრუნველყოფს გამრეცხავი სუბსტანციების მაღალ კონცენტრაციას. სულფატირებული აბუსალათინის ზეთი, იგივე წითელი თურქული ზეთი, მიიღება ზეთის გოგირდმჟავასთან რეაქციის შედეგად. იგი აძლიერებს ქსოვილისგან ცხიმის მოშორების თვისებას.
ტექნიკური მონაცემები
სიმკვრივე: (20 °C), ca. 1,027 g / cm³
pH- (20 °C), (5 g / l H₂O) 8,5–9,5
10–15 °C-ზე დაბალ ტემპერატურაზე პროდუქტი იცვლება და ხდება უფრო მყარი და შემღვრეული, რაც სითბოში ან შენჯღრევისას ქრება.
შეინახეთ 10 – 25 °C ტემპერატურაზე,
ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
• ბიო მცენარეული ზეთებისგან მიღებული საპონი,
ენზიმებისა და გენური ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე
• რეცხვის ძლიერი თვისებებით, ფერადი და თეთრი სარეცხისთვის
• ლავანდას ეთერზეთის ნაზი სურნელით
კონტროლირებადი ბიო მეურნეობიდან
• 100% ბიოდეგრადირებადი
გამოყენების წესი
ფერადი და თეთრი ბამბის, კანაფის, ტილოს და შერეული ქსოვილები; 30–95 °C
დამარბილებელი სითხე სარეცხი მანქანის უჯრაში, ხოლო სარეცხი სითხე პირდაპი ბარაბანში მოათავსეთ.
ბიოდეგრადირება
მცენარეული ზეთებისგან დამზადებულ საპონს აქვს თავისებურება: აყალიბებს ბმას ჩამდინარე წყლებში არსებულ კალციუმთან. შედეგად, ანეიტრალებს მის ზედაპირულ აქტივობას (პირველადი დეგრადაცია). ეს პირველადი დეგრადაცია ხდება რამდენიმე საათში. შემდეგ კალციუმის საპონი მიკროორგანიზმების მიერ 100%-ით იშლება ნახშირორჟანგად და წყლად (მეორადი დეგრადაცია). ეთანოლი რეინტეგრირდება ბუნებრივ ციკლში რამდენიმე საათში. გარდა ბუნებრივი გლიცერინისა, რომელიც გამოიყოფა ზეთებიდან გასაპნების რეაქციის დროს, გამოიყენება მცენარეული გლიცერინიც, რომელიც უნარჩუნებს კანს ტენიანობას. შაქრის ტენზიდები იწარმოება მცენარეული ნედლეულიდან მიღებული სახამებლის, შაქრისა და ცხიმოვანი ნივთიერებებისგან, სადაც მათი ბუნებრივი სტრუქტურა მთლიანად შენარჩუნებულია. ამიტომ მიკროორგანიზმებისთვის ადვილია ამ ზედაპირულად აქტიური ნივთიერებების 100% სწრაფად და სრულად დაშლა. OECD-ის თანახმად, საპონი და შაქრის ტენზიდები ითვლება ადვილად ბიოდეგრადირებად ნივთიერებებად.
ეკო სერთიფიკატი
NCP (Nature Care Product)
CSE (Certified Sustainable Economics)
Vegan Society
შეფუთვა
ქილა/ კონტეინერი: PE
სახურავი: PE / PP
ეტიკეტი: PE
მეორადი შეფუთვა: გადამუშავებადი 100%