აღწერა

Aller-G ფორმულა არის  მულტივიტამინებისა და მინერალების ოპტიმალური კომპლექსი, რომელიც წარმოადგენს ბუნებრივი ანტიჰისტამინებისა და ნუტრიენტების  კომბინაციას. შეიცავს კვერცეტინს და ბეტა გლუკანს, ვიტამინებს: A, C, D და მინერალებს: სელენი და თუთია. იგი ხელს  უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას და ეხმარება ორგანიზმს სეზონური ალერგიების მართვაში, როგორიცაა თივის ცხელება.

ჯანსაღი, ოპტიმალურად მოქმედი იმუნური სისტემა გაზაფხულისა და ზაფხულის თვეებში  ჯანმრთელობისა და სეზონური ალერგიისგან დაცვის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია.

Aller-G ფორმულა აუმჯობესებს ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობას,  ბუნებრივი გზთ აუმჯობესებს  იმუნურ კომპეტენციას და გამოიყენება ნებისმიერი სახის ალერგიის სამართავად.

უპირატესობები:

  • მდიდარია ბუნებრივი ანტიჰისტამინებით და ფიტონუტრიენტებით,მათ შორის კვერცეტინით.
  • შეიცავს საკვებ ნივთიერებებს ოპტიმალური რაოდენობით  იმუნური სისტემის ფუნქციონირების მხარდასაჭერად.
  • გამოიყენება სეზონური ალერგიის სამართავად (თივის ცხელება), ან მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა სახის ალერგიის დროს.
  • გამოდგება ვეგეტარიანელებისთვის და ვეგანებისთვის.
  • არ უნდა იქნას მიღებული რაიმე დამატებით ყოველდღიურ მულტიმინერალებთან ან ვიტამინებთან ერთად.

კავშირი ალერგიასა და ჩვენს იმუნურ სისტემას შორის

ჯანსაღი იმუნური სისტემა სათანადოდ რეაგირებს გარემოში არსებულ პათოგენებზე. ალერგია თავს იჩენს მაშინ, როდესაც ჩვენი იმუნური სისტემა ისევე რეაგირებს სრულიად უსაფრთხო ნივთიერებაზე, მაგ. მტვერი, ცხოველის ბეწვი და სხვა.,  როგორც რეაგირებს მავნე პათოგენზე. გამოიყოფა ანტისხეულები, რომლებიც უკავშირდებიან სპეციფიურ უჯრედებს, რაც იწვევს ჰისტამინის გამოყოფას. ჰისტამინის მატება პასუხისმგებელია კლასიკურ ალერგიულ სიმპტომებზე, როგორიცაა ქავილი, ხველება, ცემინება და სურდო (ხშირად ვლინდება თივის ცხელების მქონე პირებში). სწორად შერჩეული  საკვები დანამატების მიღებით შესაძლებელია შემცირდეს ალერგიული რეაქციის ალბათობა ან შესუსტდეს სიმპტომთა ინტენსივობა, რაც ხელს უწყობს იმუნური სისტემის ჯანსაღ ფუნქციონირებას.

ანტიალერგიულ ფორმულაში შემავალი აქტიური ნივთიერებები:

კვერცეტინი – ბუნებრივი ფლავონოიდების  წყაროა, რომლებსაც აქვთ ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდაციური და ანტივირუსული თვისებები. კვლევებმა აჩვენა, რომ კვერცეტინი მოქმედებს როგორც სტაბილიზატორი, რაც ხელს უწყობს ჰისტამინის გამოყოფის შემცირებას.

ვიტამინი A- ხელს უწყობს ლორწოვანი გარსების სიჯანსაღეს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სხეულის ბუნებრივი დაცვის შენარჩუნებასა და აღდგენაში.

ვიტამინი C -ხელს უწყობს უჯრედების დაცვას ოქსიდაციური სტრესისგან ალერგიული რეაქციების დროს. ის ასევე მხარს უჭერს იმუნური სისტემის ფუნქციონირებას და თამაშობს მნიშვნელოვან როლს  უჯრედების სტაბილიზაციაში.

ვიტამინი D- იმუნიტეტისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვიტამინი,  ამცირებს ალერგიის განვითარების რისკს, რადგან ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის მოდულაციაში და უზრუნველყოფს მის შესაბამის ფუნქციას. ციტოპლენის  ვიტამინი D3 მიიღება ლიქენიდან, რაც  შესაფერისია ვეგანებისთვის.

სელენი – მოქმედებს როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი, იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან. ნიადაგის გამოფიტვამ მკვეთრად შეამცირა სასურსათო ნედლეულში სელენის შემცველობა. Aller-G ფორმულაში შემავალი   სელენი მიღებულია  საფუარი სოკოსგან, როგორც ყველაზე უსაფრთხო და ყველაზე ბიოეფექტური ფორმა.

თავშავა – ბუნებრივად შეიცავს როზმარინის მჟავას, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს იმუნური სისტემის  ალერგენების მიმართ რეაგირებაზე.

ბეტა 1-3,1-6 გლუკანები – წარმოადგენს ხსნადი დიეტური ბოჭკოს ბუნებრივ ფორმას, მიიღება  საფუარი სოკოს უჯრედის კედლიდან. ბეტა გლუკანები ცნობილია მათი იმუნომოდულატორული ეფექტებით და შეუძლიათ ხელი შეუწყონ თანდაყოლილი იმუნური სისტემის ზემგრძნობელობის, აგრეთვე ალერგიასთან დაკავშირებული სიმპტომების შემცირებას, როგორიცაა მაგ.  თივის ცხელება.

2 კაფსულის კვებითი ღირებულება:

აქტიური ნუტრიენტირაოდენობაკვებითი ღირებულება
Vitamin A1.5mg187.5
Vitamin D340μg800
Vitamin E8mg66
Vitamin C260mg325
Vitamin B110mg908
Vitamin B210mg714
Vitamin B38mg50
Vitamin B6 (P5P)8mg570
Folic acid as 5 MTHF- ფოლის მჟავა50μg25
Vitamin B12 as methylcobalamin100μg4000
Vitamin K2 (MK-7)50μg*
Pantothenic acid -პანტოტენის მჟავა50mg832
Molybdenum -მოლიბდენი10μg20
Magnesium -მაგნიუმი40mg10. Jun
Zinc-თუთია10mg100
Iodine – იოდი80μg52
Copper -სპილენძი1mg100
Manganese -მანგანუმი2mg100
Selenium -სელენი100μg182
Chromium (GTF) ქრომი80μg200
Beta 1-3, 1-6 glucan -გლუკანი150mg*
Quercetin -ქვერცეტინი100mg*
Oregano 4:1 extract -თავშავას ექსტრაქტი20mg*
Resveratrol50mg*
N-Acetyl-Cysteine -აცეტილ ცისტეინი150mg*
L-Lysine -ლიზინი150mg*
სრული შემადგენლობა: მაგნიუმი (მაგნიუმის ციტრატი), კვერცეტინი, ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა), ბეტა 1-3, 1-6 გლუკანი (from Saccharomyces cerevisiae), n-acetyl-cysteine, l-ლიზინი, პანტოთენის მჟავა (კალციუმის  d-პანტოთენატი), რეზერვატროლი, სელენი (საფუარი სოკო), ქრომი (from yeast), თუთია (ციტრატის სახით), თავშავა 4:1 ექსტრაქტი, მანგანუმი (მანგანუმის გლუკონატი), ვიტამინი A (აცეტატი), ვიტამინი B1 (თიამინი Hcl), ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი), ვიტამინი B12 (მეთილკობალამინი), ვიტამინი B2 (რიბოფლავინი), ვიტამინი E (d-ალფა ტოკოფეროლი), ვიტამინი B3 (ნიაცინამიდი), იოდი (მურა წყალმცენარე), ვიტამინი B6 (as P5P), ვიტამინი K2 (MK-7), სპილენძი (ციტრატი), ფოლის მჟავა (l-მეთილ ტეტრა ჰიდროფოლატი), მოლიბდენი (ნატრიუმის ბოლიბდატი), ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა (კაფსულის გარსი).

მიღების წესი:

მკურნალობის მიზნით: 1 კაფსულა 3 ჯერ დღეში კვების დროს.

პრევენციისთვის: 1-2 კაფსულა დღეში კვბის დროს.

უკუჩვენება: ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.

არ შეიცავს: გენმოდიფიცირებულ პროდუქტებს, მღებავ ნივთიერებებს და არომატიზატორებს.

შეინახეთ: მშრალ, გრილს, სინათლისგან დაცულ ადგილას.