ძვლის დამხმარე მულტინუტრიენტი

ძვლის დამხმარე მულტინუტრიენტი

90.00 

მარაგში

60 კაფსულა ვეგანური

მარაგში

არტიკული: 4583 კატეგორია:

აღწერა

ძვლის დამხმარე მულტინუტრიენტი ძვლის მინერალურ სიმკვრივეს აუმჯობესებს და ჯანსაღი ძვლების შესანარჩუნებას უწყობს ხელს.
ძირითადი ნუტრიენტები: ორგანული წყალმცენარეების მულტიმინერალურ- ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები
კალციუმი- ჯანსაღი ძვლების შესანარჩუნებლად
მაგნიუმი- მისი 70% ინახება ძვლებშ, აუცილებელია ნორმალური ძვლოვანი ქსოვილის შესანარჩუნებლად. მაგნიუმი ასევე ხელს უწყობს კუნთების ფუნქციონირებას და ცილების სინთეზს. ვიტამინი D- კალციუმის და ფოსფორის შეწოვას და გამოყენებას უწყობს ხელს. ვიტამინი D3 წარმოდგენილია ყველაზე მაღალი ბიოშეღწევადობის ფორმით. ვიტამინი K. K2 (პოლიქინონი=ვიტამინი K1, მენაქინონი =ვიტამინი K2, მენადიონი =ვიტამინი K3 (MK-7) ) – ეს არის ცილების მნიშვნელოვანი კოფაქტორი, რომლებიც აუცილებელია ძვლის აგების პროცესისთვის და შესაბამისად, ხელს უწყობს ძვლების სიჯანსაღეს. ასევე მნიშვნელოვანია K ვიტამინის მიღება D ვიტამინთან ერთად, რათა კალციუმის დეპონირება უზრუნველყოს ძვლებში და არა რბილ ქსოვილებში, შესაბამისად იცავს სისხლძარღვებს კალციუმის ფოლაქების ჩალაგებისგან.
ბრენდის უპირატესობა: ნიადაგის გამოფიტვა სასურსათო და სამკურნალო მცენარეულ ნედლეულში საკვები და სასარგებლო ნივთიერებების დეფიციტს იწვევს. ამიტომ, ჯანსაღი კვების პირობებშიც კი ვერ ხერხდება ხოლმე ორგანიზმისთვის საჭირო საკვები ნივთიერებების მიღება.
საკვები დანამატების წარმოებისთვის „ციტოფლენი“ მხოლოდ ბიოდინამიურ მეურნეობაში მოპოვებულ სასურსათო ან სამკურნალო მცენარეულ ნედლეულს, მიკროორგანიზმებსა და მათი მეტაბოლიზმის პროდუქტებს იყენებს. ასეთ მეურნეობაში მცენარეები ცოცხალ, ნოყიერ ნიადაგში იზრდება, რაც მინერალებით, ვიტამინებით, სასარგებლო ნივთიერებებით და ფიტონუტრიენტებით მდიდარ ნედლეულს უზრუნველყოფს.
კვლევებით დადგენილია, რომ მცენარის მთლიანი ექსტრაქტი გაცილებით ეფექტურია, ვიდრე რომელიმე იზოლირებული ნივთიერება. ბუნებრივ კომპლექსურ ნაერთებში თითოეულ ნივთიერებას გარკვეული როლი აკისრია – ზოგი შეწოვას უწყობს ხელს, ზოგი გარდაქმნას, ზოგი გამოყოფას და ასე შემდეგ. ციტოფლენის საკვები დანამატებით ორგანიზმი ნივთიერებებს იმ სახით იღებს, როგორიც ეს ბუნებრივ სასურსათო /ბოსტნეული, ხილი/ ან სამკურნალო მცენარეულ ნედლეულშია წარმოდგენილი.
ცოცხალი ორგანიზმებიდან მიღებული ნივთიერებები ბუნებრივად ერთვებიან ადამიანის მეტაბოლურ ციკლში და იოლია მათი შეწოვაც და გარდაქმნაც. ციტოფლენის ბიოეფექტური საკვები დანამატების ფორმულები სრულფასოვნად შეიწოვება და გამოიყენება ორგანიზმის მიერ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ არ აღიზიანებენ საჭმლის მომნელებელ სისტემას.
2 კაფსულა შეიცავს: კალციუმი 150 მგ, მაგნიუმი 150 მგ, ვიტამინი K2 (MK-7) ვიტამინი 60 მკგ, ვიტამინი D3-ვიტამინი 30 მკგ, ბორი 3 მგ.
მიღების წესი: 1-2 კაფსულა დღეში.
უკუჩვენება: არ არის ცნობილი.
არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ ნივთიერებებს, ხორბლის, სოიოს, რძის პროდუქტებს, სინთეზურ დამატკბობელს, საღებავებს და არომატიზატორებს.
შეინახეთ მშრალ, გრილ, სინათლისგან დაცულ ადგილას.

დამატებითი ინფორმაცია

ბრენდი

Go to Top