ვანდანა შივა

კვანტური ფიზიკოსი, 70-იანი წლებიდან გარემოსა და სამოქალაქო უფლებების დაცვის აქტივისტია. 1982 წ. დააარსა ფონდი ნადანია ( 9 თესლი) და დაჯილდოვებულია ნობელის ალტერნატიული პრემიით.

განდიმ სამოქალაქო დაუმორჩილებლობა ახალი ცნებით „Satyagraha“ მონათლა და ის წითელ ხაზად გასდევს მთელ ჩემს ცხოვრებას. ეს ეხება სიცრუის წინააღმდეგ ასევე სამოქალაქო დაუმორჩილებლობით ბრძოლას. მაგ. ისეთი სიცრუის წინააღმდეგ, როგორიცაა ის რომ აგრარული ქიმიით შესაძლებელია მსოფლიოს გამოკვება, ან ის რომ პესტიციდები ანუ აგრარული შხამი აუცილებელი და უსაფრთხოა.

დღეს ბიომრავალფეროვნების საფრთხის ქვეშ  ყოფნისა და არსებული კლიმატური კატასტროფის პირობებში, გვჭირდება ყველაფრის დამაკავშირებელი სიცოცხლის Satyagraha. უსაშველოდ მნიშვნელოვანია ამ ჭრილში სამოქალაქო დაუმორჩილებლობის  მოძრაობა  „პარასკევი მომავლისთვის“, რომელსაც ახალგაზრდა თაობა ბევრ ქვეყანაში წარმოუდგენელი ქმედითობით ახორციელებს.

ჩვენ სამი დიდი კრიზისის წინაშე გვიწევს კონფრონტაცია. ესაა: კლიმატური ქაოსი, ბიომრავალფეროვნების კატასტროფული დანაკარგი და საკვების კრიზისი, რომლებიც ერთმანეთთან კავშირშია. ძირითადი ლოზუნგი: „soil not oil“ (ნიადაგი და არა ნავთობი) მიუთითებს იმ გადამწყვეტ სწორ გზაზე, რომელიც ამ კრიზისს დაძლევს და ეს სოფლის ისეთი მეურნეობაა, რომელიც ჯანსაღ მიწაზეა დაფუძნებული და არა ნავთობპროდუქტებით გამდიდრებულ მიწაზე. ამასთან ეს მოდელი მდგრადი და ეკოლოგიური უნდა იყოს და თანაც ურთიერთდახმარებაზე ორიენტირებული. ეხლავე თუ არ დავიწყებთ მზადებას, არა მარტო დიდი კონფლიქტები გვექნება, არამედ ბრძოლა: ყველა ყველას წინააღმდეგ.

მდგრადი სოფლის მეურნეობა არა მარტო ინარჩუნებს, არამედ ქმნის კიდეც ბიომრავალფეროვნებას, რაც ჩვენს მრავალფეროვან კვებას ემსახურება. 2017 წელს დაიბადა იდეა, რომ 2050 წლისთვის მსოფლიო პესტიციდებისგან თავისუფალი უნდა გავხადოთ. (მაშინ მოწყობილ დედამიწის ფესტივალს ესწრებოდნენ პრეზიდენტი ჩამლინგი, რომელმაც სიკიმის მხარე 100% ბიოდ გარდაქმნა და სამხრეთ ტიროლის  მერი მალსი, რომელმაც რეფერენდუმის საფუძველზე ვაშლის ბაღები მთლიანად გაათავისუფლა პესტიციდებისაგან.) ამისთვის კი საჭიროა კომუნიკაცია ადამიანებთან, რომ გავაგებინოთ, რომ პესტიციდები არა მარტო ფუტკრებსა და პეპლებს სპობს, არამედ ისინი გლეხებისთვისაც და მომხმარებლისთვისაც საზიანოა. ასევე საჭიროა დაავადებების ხარჯის დათვლა, რაც თვალნათლივ აჩვენებს რომ ქიმიური სოფლის მეურნეობის  დაშვება შეუძლებელია და ბიომეურნეობაზე გადასვლა სასიცოცხლოდ აუცილებელია!

პარადიგმის ცვლილება იწყება პატარა ჯგუფებში, სანამ ის დიდ ტალღად გადაიქცევა. იგივე შეიძლება ითქვას აუცილებელ რადიკალურ აგრარულ ცვლილებაზეც.

ჩვენი მომავალი 2 სცენარით შეიძლება განვითარდეს: ან ვაგრძელებთ სიცოცხლის  ნგრევას პლანეტაზე, რასაც ჩვენი ჯანმრთელობა და ყოველდღიურად ცოცხალი ორგანიზმების 200 სახეობა შეეწირება. და საბოლოოდ გავქრებით. ან დავიცავთ დედამიწას, მის ბიომრავალფეროვნებას, გარემოს და ეკოლოგიას, რომ ეკოსისტემებმა რეგენერაცია შეძლონ. უნდა გვახსოვდეს რომ ჩვენ კი არ ვართ ბუნების შემქმნელები და მისი ბატონ-პატრონები, არამედ მისი მხოლოდ ნაწილი. ჩვენ არა მხოლოდ უსასრულოდ უნდა გამოვიყენოთ ბუნების რესურსები ეკონომიკური ზრდისთვის, არამედ ბუნებასთან ჰარმონია უნდა დავამყაროთ და შხამისგან თავისუფალი პროდუქცია ვაწარმოოთ.