შპს ეკობრენდს ჯორჯიას (ადრე შპს ნატურაფარმი) დაფუძნების იმპულსი თითქმის 35 წლის წინ იღებს დასაბამს.
გადამწყვეტი იყო 1990 წელი, როდესაც მკურნალობის განსხვავებული მეთოდების მაძიებელ ახალგაზრდა ფარმაცევტს, მომეცა შესაძლებლობა გერმანიაში „WELEDA AG“-ში სტაჟირება გამევლო. იქ გავეცანი ისეთ ფარმაცევტულ-სამედიცინო მიდგომას, რომელმაც მაშინვე დამარწმუნა თავის სისწორეში და ის დღემდე ჩემი მეგზურია.
სს ველედამ, რომელიც 1921 წელს დაარსდა, ბუნებრივი წამლები და სხეულის მოსავლელი პროდუქტები შეიმუშავა ადამიანისა და ბუნების ჰოლისტიკური გაგებით. ის იდეები, რომლებიც დღეს აქტუალურია მდგრადი განვითარების კონტექსტში, უკვე იყო იმ დროს „WELEDA“-ს დამფუძნებლების მთავარი იდეები. ასე გავიცანი „WELEDA“, როგორც პიონერი მდგრადი სამკურნალო და სხეულის მოვლის პროდუქტების წარმოებაში.
ამ საწყის კონტაქტებზე დაყრდნობით, დამყარდა მჭიდრო თანამშრომლობა. „WELEDA“-მ მანდო მისი ბუნებრივი პროდუქტების პოპულარიზაცია და დისტრიბუცია საქართველოში.