1990-იანი წლების მძიმე სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური პირობების ფონზე, ახალი საქმიანობის აწყობა თავდაპირველად სიზიფეს ამოცანას გავდა.  WELEDA-ს პროდუქტები ჯერ კიდევ ფართოდ ცნობილი არ იყო, მოსახლეობის გადახდისუნარიანობა დაბალი იყო, სახელმწიფო სტრუქტურები ჯერ ჩამოყალიბების პროცესში იყო. ამიტომ ქაოსი და კორუფცია უფრო ნორმა იყო, ვიდრე გამონაკლისი. ამ პიონერულ ფაზაში, თავდაჯერება და  უკეთესი მომავლის რწმენა, რომ ეკონომიკური საქმიანობა ადამიანთან და ბუნებასთან ჰარმონიაში იქნებოდა შესაძლებელი, დაეხმარა ჩვენს პატარა გუნდს ყველა სირთულის გადალახვაში.

1997 წელს მნიშვნელოვანი ეტაპი დადგა, როდესაც მაშინდელმა ველედას დირექტორმა, დოქტორმა ოლაფ ტიცემ, შემოგვთავაზა, თბილისში დაარსებულიყო კომპანია, როგორც „WELEDA“-ს ავტორიზებული  პარტნიორი. ბევრი არ გვიფიქრია და გერმანელ მეუღლესთან ერთად, 1997 წლის მარტში დავაფუძნეთ შპს ნატურაფარმი, რომლის მიზანი იყო WELEDA-ს პროდუქციის პოპულარიზაცია და დისტრიბუცია საქართველოში.