2019 წლიდან გაიზარდა ინტერესი მდგრადობის კონცეფციის მიმართ სოციალურ მედიაში და განსაკუთრებით ახალგაზრდა მომხმარებლებში. საქმე უკვე აღარ ეხებოდა მხოლოდ იმას, იყვნენ თუ არა პროდუქტები უსაფრთხო და ჯანსაღი ორგანიზმისთვის, არამედ იმასაც ითვალისწინებდა თუ არა კომპანია საწარმოო პროცესში სოციალურ და ეკოლოგიურ ასპექტებს, ეკონომიკურ და მოგებაზე ორიენტირებულ საკითხებთან ერთად. ცნობიერების ცვლილება, სავარაუდოდ გამოწვეული იყო თანამედროვეობის კრიზისებით, როგორიცაა კლიმატის ცვლილება და გლობალური პოლიტიკური და სოციალური კრიზისები.
ცნობიერების ეს ცვლილება აისახა გაყიდვების მნიშვნელოვან ზრდაში. განსაკუთრებით, ბოლო წლებში, WELEDA-ს დედისა და ბავშვის მოვლის პროდუქტებს რამდენჯერმე მიენიჭა საქართველოს „ოქროს ბრენდის“ წოდება.
WELEDA-ს პროდუქტებმა საქართველოში შეიძინა ერთგული და მუდმივად მზარდი მომხმარებელი.