ამ გამოცდილებით შთაგონებულმა, ნატურაფარმმა  მიიღო გადაწყვეტილება, რომ „WELEDA“-ს პროდუქტებთან ერთად, თავის პროდუქციის პორტფოლიოსთვის სხვა ეკო-ბრენდები დაემატებინა, რომლებიც შესაბამისობაში იქნებოდა  მაღალი ხარისხისა და მდგრადობის მის მოთხოვნებთან და თან გაამრავალფეროვნებდნენ მას.

ამ კონტექსტში, 2023 წელს, შპს ნატურაფარმი გახდა შპს ეკობრენდს ჯორჯია, რომელიც მომავალში შემოგთავაზებთ როგორც ველედას ფართო ასორტიმენტს, ისე ციტოფლენის ეკო-ვიტამინებსა და საკვებ დანამატებს, სონეტის ეკო-საყოფაცხოვრებო პროდუქტებს და ბამბოვმენტის მოვლის ეკო-აქსესუარებს.

ამ გზით, ვიმედოვნებთ, რომ კიდევ უფრო დიდ წვლილს შევიტანთ იმ მომავალში, სადაც ადამიანი და ბუნება ჰარმონიაში იქნებიან.