სისხლში გლუკოზის მხარდაჭერა

სისხლში გლუკოზის მხარდაჭერა

80.00 

მარაგში

60 კაფსულა ვეგანური

მარაგში

არტიკული: 1728 კატეგორია:

აღწერა

სისხლში გლუკოზის დონის მარეგულირებელი ფორმულა ნახშირწყლების მიმართ მომატებულ ლტოლვას აქვეითებს. მასში შემავალი ქრომი ხელს უწყობს სისხლში გლუკოზის ნორმალური დონის შენარჩუნებას და ნივთიერებათა (ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები) სწორ მეტაბოლიზმს. სპილენძი, მანგანუმი, სელენი და თუთია უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან იცავენ. გარდა ამისა, თუთია ნახშირწყლების მეტაბოლიზმში და ცილების სინთეზში მონაწილეობს. მაგნიუმის ბისგლიცინატი აუმჯობესებს ჰორმონალურ ბალანსს, კუნთებისა და ნერვული სისტემის ფუნქციონირებას.
პროდუქტის უპირატესობები: ხანგრძლივი მიღებისას თუთია ორგანიზმიდან სპილენძს აძევებს, ამიტომ თუთია კომბინირებულია სპილენძთან, რათა სპილენძის დეფიციტის შესაძლო რისკი თავიდან იქნას აცილებული.
ქრომის შემცველობა მნიშვნელოვანია, რადგან თუ ორგანიზმში ქრომის დონე და შესაბამისად გლუკოზის ტოლერანტობის ფაქტორი (GTF) ძალიან დაბალია, ინსულინის აქტივობა იბლოკება და სისხლში გლუკოზის დონე რჩება მომატებული.
ბრენდის უპირატესობა: ნიადაგის გამოფიტვა სასურსათო და სამკურნალო მცენარეულ ნედლეულში საკვები და სასარგებლო ნივთიერებების დეფიციტს იწვევს. ამიტომ, ჯანსაღი კვების პირობებშიც კი ვერ ხერხდება ხოლმე ორგანიზმისთვის საჭირო საკვები ნივთიერებების მიღება.
საკვები დანამატების წარმოებისთვის „ციტოფლენი“ მხოლოდ ბიოდინამიურ მეურნეობაში მოპოვებულ სასურსათო ან სამკურნალო მცენარეულ ნედლეულს, მიკროორგანიზმებსა და მათი მეტაბოლიზმის პროდუქტებს იყენებს. ასეთ მეურნეობაში მცენარეები ცოცხალ, ნოყიერ ნიადაგში იზრდება, რაც მინერალებით, ვიტამინებით, სასარგებლო ნივთიერებებით და ფიტონუტრიენტებით მდიდარ ნედლეულს უზრუნველყოფს.
კვლევებით დადგენილია, რომ მცენარის მთლიანი ექსტრაქტი გაცილებით ეფექტურია, ვიდრე რომელიმე იზოლირებული ნივთიერება. ბუნებრივ კომპლექსურ ნაერთებში თითოეულ ნივთიერებას გარკვეული როლი აკისრია – ზოგი შეწოვას უწყობს ხელს, ზოგი გარდაქმნას, ზოგი გამოყოფას და ასე შემდეგ. ციტოფლენის საკვები დანამატებით ორგანიზმი ნივთიერებებს იმ სახით იღებს, როგორიც ეს ბუნებრივ სასურსათო /ბოსტნეული, ხილი/ ან სამკურნალო მცენარეულ ნედლეულშია წარმოდგენილი.
ცოცხალი ორგანიზმებიდან მიღებული ნივთიერებები ბუნებრივად ერთვებიან ადამიანის მეტაბოლურ ციკლში და იოლია მათი შეწოვაც და გარდაქმნაც. ციტოფლენის ბიოეფექტური საკვები დანამატების ფორმულები სრულფასოვნად შეიწოვება და გამოიყენება ორგანიზმის მიერ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ არ აღიზიანებენ საჭმლის მომნელებელ სისტემას.
1 კაფსულის კვებითი ღირებულება: მაგნიუმი 60მგ, თუთია 6 მგ, სპილენძი 0.5 მგ, მანგანუმი 0.5 მგ, სელენი 50 მკგ, ქრომი 135 მკგ, მოლიბდენი 36 მკგ, 20:1 ცეილონის დარიჩინის ექსტრაქტი 25 მგ
მიღების წესი: 12 წლიდან 1-2 კაფსულა დღეში.
უკუჩვენება: დიაბეტის მქონე ინსულინ დამოკიდებულმა პაციენტებმა დანამატის მიღებამდე უნდა მიმართონ ექიმს.
არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ ნივთიერებებს, რძის, სოიოს ან ხორბლის პროდუქტებს, სინთეზურ საღებავებს, დამატკბობელ ნივთიერებებს ან არომატიზატორებს.
შეინახეთ მშრალ, გრილ, სინათლისგან დაცულ ადგილას.

დამატებითი ინფორმაცია

ბრენდი

Go to Top