მშრალი კანისთვის
75მლ
40.00 ₾
მარაგში
მშრალი კანისთვის
75მლ
მარაგში
ზეთის ფუძეზე დამზადებული ახალი ფორმულა ფიტო – გლიცერინით და სამფერა იის, ბიო-კალენდულასა და გვირილას ექსტრაქტებით ფრთხილად ასუფთავებს კანს და ავსებს წმენდის დროს დაკარგულ ლიპიდებს. არ ქაფდება და ადვილად ჩამოიბანება. ეს უნიკალური პროდუქტი, წყალთან შეხებისას გელიდან რძისებრ ემულსიად გარდაიქმნება და საფუძვლიანად აშორებს ჭუჭყს, მტვერს და მსუბუქ მაკიაჟს (არა წყალგაუმტარი). ის წასმისთანავე ამსუბუქებს მშრალი კანისთვის ჩვეულ დაჭიმულობისა და ქავილის შეგრძნებას. ხსნის მთელი დღის სტრესს და სასიამოვნო სირბილის შეგრძნებას ტოვებს.
შემადგენლობა: წყალი, მზესუმზირას ზეთი, გლიცერინი, იზოამილ ლაურატი, ბეტაინი, საქაროზას სტეარატი, სამფერა იას, როზმარინის, გვირილასა და კალენდულას ექსტრაქტები, სპირტი, პენტილენ გლიკოლი, სურნელი*, ლიმონენი*, ლინალოოლი*, ბენზილ ბენზოატი*, გერანიოლი*
*ბუნებრივი ეთერზეთებიდან და/ან მცენარეული ექსტრაქტებიდან
გამოყენება: გაათბეთ მცირე რაოდენობით ბალზამი ხელისგულებში და წრიული მოძრაობებით გადაინაწილეთ სახის, კისრისა და დეკოლტეს მშრალ კანზე. მოერიდეთ თვალების ირგვლივ მიდამოებს. შემდეგ დაამატეთ წყალი, კვლავ შეიზილეთ კანზე და ჩამოიბანეთ. გამწმენდი ბალზამი შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც მკვებავი ნიღბი: წაისვით ბალზამი, გადაინაწილეთ სახესა და დეკოლტეზე და 10 წუთი გაიჩერეთ. შეგიძლიათ მსუბუქი მასაჟი გაიკეთოთ. ბოლოს ჩამოიბანეთ.
ბრენდი |
---|