სქინფუდი სახის გამწმენდი ბალზამი ვეგანური

სქინფუდი სახის გამწმენდი ბალზამი ვეგანური

40.00 

მარაგში

მშრალი კანისთვის

75მლ

მარაგში

აღწერა

ზეთის ფუძეზე დამზადებული ახალი ფორმულა ფიტო – გლიცერინით და სამფერა იის, ბიო-კალენდულასა და გვირილას ექსტრაქტებით ფრთხილად ასუფთავებს კანს და ავსებს წმენდის დროს დაკარგულ ლიპიდებს. არ ქაფდება და ადვილად ჩამოიბანება. ეს უნიკალური პროდუქტი, წყალთან შეხებისას გელიდან რძისებრ ემულსიად გარდაიქმნება და საფუძვლიანად აშორებს ჭუჭყს, მტვერს და მსუბუქ მაკიაჟს (არა წყალგაუმტარი). ის წასმისთანავე ამსუბუქებს მშრალი კანისთვის ჩვეულ დაჭიმულობისა და ქავილის შეგრძნებას. ხსნის მთელი დღის სტრესს და სასიამოვნო სირბილის შეგრძნებას ტოვებს.

● ღრმად წმენდს და აღადგენს კანს;
● ინარჩუნებს ჰიდროლიპიდურ ბალანსს;
● ეფექტურად აშორებს მაკიაჟს და ჭუჭყს;
● არბილებს კანს;
● შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც მკვებავი სახის ნიღაბი;
● ტოლერანტობა და ეფექტურობა დადასტურებულია დერმატოლოგიური ტესტებით.

შემადგენლობა: წყალი, მზესუმზირას ზეთი, გლიცერინი, იზოამილ ლაურატი, ბეტაინი, საქაროზას სტეარატი, სამფერა იას, როზმარინის, გვირილასა და კალენდულას ექსტრაქტები, სპირტი, პენტილენ გლიკოლი, სურნელი1, ლიმონენი1, ლინალოოლი1, ბენზილ ბენზოატი1, გერანიოლი1 1 ბუნებრივი ეთერზეთებიდან და/ან მცენარეული ექსტრაქტებიდან ბიოხარისხი
გაათბეთ მცირე რაოდენობით ბალზამი ხელისგულებში და წრიული მოძრაობებით გადაინაწილეთ სახის, კისრისა და დეკოლტეს მშრალ კანზე. მოერიდეთ თვალების ირგვლივ მიდამოებს. შემდეგ დაამატეთ წყალი, კვლავ შეიზილეთ კანზე და ჩამოიბანეთ. გამწმენდი ბალზამი შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც მკვებავი ნიღბი: წაისვით ბალზამი, გადაინაწილეთ სახესა და დეკოლტეზე და 10 წუთი გაიჩერეთ. შეგიძლიათ მსუბუქი მასაჟი გაიკეთოთ. ბოლოს ჩამოიბანეთ.

დამატებითი ინფორმაცია

ბრენდი

Go to Top