60 კაფსულა ვეგანური
ანტიალერგიული ფორმულა Aller-G
Original price was: 115.00 ₾.80.50 ₾Current price is: 80.50 ₾.
მარაგში
მარაგში
აღწერა
მულტივიტამინებისა და მინერალების სრულფასოვანი კომპლექსი იმუნური სისტემის ფუნქციონირებას აუმჯობესებს, რაც ალერგიისგან დაცვის მთავარი პირობაა. გამოიყენება სეზონური და სხვა სახის ალერგიების დროს, მაგ. თივის ცხელება.
აქტიური ნივთიერებები: კვერცეტინი – ბუნებრივი ფლავონოიდების წყაროა, ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდაციური და ანტივირუსული თვისებებით. კვლევებმა აჩვენა, რომ კვერცეტინი მოქმედებს როგორც სტაბილიზატორი, რაც ჰისტამინის გამოყოფას ამცირებს და შესაბამისად ალერგიულ რეაქციას.
ვიტამინი A – ხელს უწყობს ლორწოვანი გარსების სიჯანსაღეს.
ვიტამინი C – აძლიერებს იმუნურ სისტემას და მნიშვნელოვან როლს თამაშობს უჯრედების სტაბილიზაციაში.
ვიტამინი D – ამცირებს ალერგიის განვითარების რისკს. მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის რეგულირებაში.
სელენი – მოქმედებს როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი და იცავს უჯრედებს. ნიადაგის გამოფიტვამ მკვეთრად შეამცირა სასურსათო ნედლეულში სელენის შემცველობა. Aller-G ფორმულაში შემავალი სელენი მიღებულია საფუარი სოკოსგან, როგორც ყველაზე უსაფრთხო და ბიოეფექტური ფორმა.
თავშავა – შეიცავს როზმარინის მჟავას, რომელიც ალერგენების მიმართ იმუნური სისტემის რეაგირებას ამცირებს.
ბეტა 1-3,1-6 გლუკანები – ხსნადი დიეტური ბოჭკოს ბუნებრივი ფორმა, მიიღება საფუარი სოკოს უჯრედის კედლიდან. ბეტა გლუკანები ცნობილია იმუნომოდულატორული თვისებებით, ამცირებენ იმუნური სისტემის მემკვიდრულ ზემგრძნობელობას. ასევე ალერგიულ სიმპტომებს, როგორიცაა ალერგიული სურდო, ცრემლდენა…
შემადგენლობა (2 კაფსულის კვებითი ღირებულება): ვიტამინი A1.5 მგ, ვიტამინი D3 40 მკგ, (800ს.ე), ვიტამინი E 8 მგ, ვიტამინი C 260 მგ, ვიტამინი B1 10 მგ, ვიტამინი B2 10 მგ, ვიტამინი B3 8მგ ვიტამინი B6 (P5P) 8მგ, ფოლის მჟავა 50 მკგ, ვიტამინი B12 (მეთილკობალამინი) 100 მკგ, ვიტამინი K2 (MK-7) 50 მკგ, პანტოტენის მჟავა 50 მგ, მოლიბდენი 10 მკგ, მაგნიუმი 40 მგ თუთია 10 მგ, იოდი 80 მკგ, სპილენძი 1 მგ, მანგანუმი 2 მგ, სელენი 100 მკგ, ქრომი 80მკგ, ბეტა 1-3, 1-6 გლუკანი 150 მგ, ქვერცეტინი 100 მგ, თავშავას ექსტრაქტი 20 მგ, რეზვერატროლი 50 მგ, აცეტილ ცისტეინი 150 მგ, ლიზინი 150 მგ.
მიღების წესი: მკურნალობის მიზნით: 1 კაფსულა 3 ჯერ დღეში კვების დროს. პრევენციისთვის: 1-2 კაფსულა ერთხელ დღეში კვბის დროს.
უკუჩვენება: ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.
არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ ნივთიერებებს, ხორბლის პროდუქტებს, სინთეზურ საღებავებს და არომატიზატორებს.
შეინახეთ: მშრალ, გრილ, სინათლისგან დაცულ ადგილას.
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი | |
---|---|
ბრენდის უპირატესობა | ნიადაგის გამოფიტვა სასურსათო და სამკურნალო მცენარეულ ნედლეულში საკვები და სასარგებლო ნივთიერებების დეფიციტს იწვევს. ამიტომ, ჯანსაღი კვების პირობებშიც კი ვერ ხერხდება ხოლმე ორგანიზმისთვის საჭირო საკვები ნივთიერებების მიღება. |