კუნთებისა და სახსრების მოსავლელად. განკუთვნილია გამათბობელი და მატონიზირებელი მასაჟისთვის
50მლ
35.00 ₾
მარაგში
კუნთებისა და სახსრების მოსავლელად. განკუთვნილია გამათბობელი და მატონიზირებელი მასაჟისთვის
50მლ
მარაგში
არნიკას გამათბობელი ზეთი სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს. ამკვრივებს და აძლიერებს კანის სტრუქტურას. ზოგადი გამაჯანსაღებელი მასაჟი ამსუბუქებს დაღლილობით და კუნთების დაჭიმულობით გამოწვეულ ტკივილს. იდეალურია სპორტსმენებისთვის ვარჯიშამდე ან ვარჯიშის შემდეგ კუნთებისა და სახსრების მოსავლელად. არნიკის ზეთი ტრადიციულად გამოიყენება მამოძრავებელი ფუნქციის აღსადგენად, ნაღრძობებისა და მოტეხილობის სარეაბილიტაციოდ. მანუალური თერაპიის პროცედურებისათვის: სპონდილოგენური რადიკულიტების, ართრიტების, ართროზებისა და ოსტეოქონდროზების სამკურნალოდ. ასევე მწოლიარე ავადმყოფების მოსავლელად, ნაწოლების გაჩენის თავიდან ასაცილებლად.
შემადგენლობა: მზესუმზირას თესლის ზეთი, ზეითუნის ზეთი, არნიკას ყვავილების ექსტრაქტი, არყის ხის ფოთლის ექსტრაქტი, სურნელი*, ლიმონენი*, ლინალოოლი*, გერანიოლი*, კუმარინი*
*ბუნებრივი ეთერზეთებიდან და/ან მცენარეული ექსტრაქტებიდან
გამოყენება: კუნთების მასაჟისთვის სპორტის წინ ან შემდეგ და დაძაბული აქტივობისას. ასევე გამოდგება აბაზანის ან შხაპის შემდეგ ნაზი მასაჟის გასაკეთებლად. არ გამოიყენება დაზიანებულ კანზე.
ბრენდი |
---|