60 კაფსულა

68.00 ₾
მარაგში
60 კაფსულა

მარაგში
უნიკალური, პრემიუმ ხარისხის საკვები დანამატი შეიცავს 500 მგ ბიოლოგიური აშვაგანდას ფესვს.
აშვაგანდა ადაპტოგენური მცენარეა, რომელიც ხელს უწყობს სიმშვიდისა და განტვირთვის შეგრძნებას. ეს არის მაღალეფექტური საკვები დანამატი, რომელიც აქტიური ნივთიერებების სრულ სპექტრს უზრუნველყოფს.
ძირითადი უპირატესობები
აშვაგანდა უკვე მრავალი წელია გამოიყენება ტრადიციულ აიურვედულ მედიცინაში და მისი სამკურნალო თვისებები კლინიკური კვლევების გამოქვეყნებული შედეგებით არის დადასტურებული.
რა არის აშვაგანდა? აშვაგანდა არის მცენარე, რომლის სამშობლო ინდოეთია და ის 3000 წლის განმავლობაში ტრადიციულად გამოიყენება აიურვედულ პრაქტიკაში. აშვაგანდა ადაპტოგენური მცენარეა, რომელიც ხელს უწყობს სიმშვიდისა და განტვირთვის განცდას, ეხმარება სტრესთან გამკლავებას, ხელს უწყობს მშვიდ ძილს და აუმჯობესებს შემეცნებით ფუნქციას. როგორც მცენარეულ ადაპტოგენს, მას შეუძლია აგრეთვე სასიცოცხლო ტონუსის გაუმჯობესება და ენერგიის დონის ამაღლება.
აშვაგანდას შეუძლია გამა-ამინოერბომჟავას (GABA) სიგნალის გაძლიერება, რაც ხელს უწყობს ნერვული უჯრედების უფრო ეფექტურ კომუნიკაციას. გამა-ამინოერბომჟავა არის ბუნებრივად არსებული ამინომჟავა, რომელიც ნეიროგადამცემის როლს ასრულებს თავის ტვინში და ხელს უწყობს ორგანიზმში დამამშვიდებელი ეფექტის წარმოქმნას.
დიეტოლოგიური ინფორმაცია
ბიოლოგიური აშვაგანდა – 1 კაფსულა საშუალოდ შეიცავს:
| აქტიური ნუტრიენტი | შემცველობა | %NRV* |
| ბიოლოგიური აშვაგანდა | 500 მგ | * |
+NRV = რეკომენდებული დღიური დოზა
* აღნიშნავს, რომ რეკომენდებული დღიური დოზა არ არსებობს
მიღების რეკომენდებული წესი:
გამოყენება: 1-2 კაფსულა დღეში ჭამის დროს, როგორც საკვები დანამატი, ან როგორც თქვენი ექიმი გირჩევთ.
შეუძლიათ მიღება: ვეგეტარიანელებს, ვეგანებს და კანდიდას ან საფუარის მიმართ მგრძნობელობის მქონე პირებს.
უკუჩვენება: პირებმა, რომლებიც დანიშნულ წამლებს იღებენ, ამ დანამატის მიღებამდე კონსულტაცია უნდა გაიარონ ექიმთან. არ არსებობს საკმარისი კვლევები ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს აშვაგანდას მიღების უსაფრთხოების შესახებ.
არააქტიური ინგრედიენტები: მცენარეული ცელულოზა (კაფსულის გარსი).
არ არის გენმოდიფიცირებული & არ შეიცავს: გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს, ხორბალს, სოიას, რძის პროდუქტებს, შაქარს, არომატიზატორებსა და საღებავებს.
შენახვის წესი: შეინახეთ გრილ, მშრალ და მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას.
| ბრენდი |
|---|