ნორმალური, შერეული და ცხიმიანი კანისთვის
100მლ
45.00 ₾
მარაგში
ნორმალური, შერეული და ცხიმიანი კანისთვის
100მლ
მარაგში
რძისებრი ლოსიონი ბუნებრივი გასაპნული ზეითუნის ზეთის წყალობით ფორებს ღრმად ასუფთავებს. ჰამამელისის და ზამბახის ფესურის ექსტრაქტები კი მოდუნებულ ფორებს კრავს და ტონუსს მატებს კანს. ბუნებრივი ეთერზეთების კომპოზიცია ციტრუსის გრილი სურნელით გამაცოცხლებლად მოქმედებს როგორც კანზე, ისე განწყობაზე. გაწმენდის შემდეგ სახე წყლით ჩამოიბანეთ.
ლოსიონი რეკომენდებულია გარდამავალი ასაკის გოგონებისა და ბიჭებისათვის – ცხიმიანი, გაღიზიანებული, უსუფთაო და ფორებიანი კანის შემთხვევაში.
● ერთდროულად ასუფთავებს და ტონუსს მატებს კანს
● ნედლი სურნელით
● უნარჩუნებს კანს ბუნებრივ ტენიანობას და ანაზებს
● კანთან თავსებადობა დერმატოლოგიურად გამოცდილია
შემადგენლობა: წყალი, სპირტი, გლიცერინი, კალიუმის ოლივატი, ზამბახის ფესურის ექსტრაქტი, ჰამამელისის დისტილატი, მატყლის ცხიმი (ლანოლინი), სურნელი1, ლიმონენი1, ლინალოოლი1, ციტრალი1, გერანიოლი1,
1 ბუნებრივი ეთერზეთებიდან და/ან მცენარეული ექსტრაქტებიდან ბიოხარისხი
დილა-საღამოს, პროდუქტი ნოტიო ბამბის დისკით გადაისვით სახეზე, ყელსა და დეკოლტეზე. მოარიდეთ თვალებს. პროცედურა გაიმეორეთ მანამ, სანამ დისკი სუფთა არ დარჩება. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
ბრენდი |
---|