ვეგანური კოლაგენი

ვეგანური კოლაგენი

150.00 

მარაგში

120 კაფსულა

მარაგში

არტიკული: 6303 კატეგორია:

აღწერა

უმაღლესი ხარისხის უნიკალური საკვები დანამატი 100% მცენარეული ნედლეულისაგან არის მიღებული და ადამიანის კოლაგენის იდენტურ ამინომჟავებს შეიცავს.
კოლაგენი კანის, თმის, ფრჩხილების, იოგებისა და მყესების სიჯანსაღეს უზრუნველყოფს. კვლევებით დადასტურებულია, რომ ვეგანური კოლაგენის გამოყენებით კანი ელასტიური, მკვრივი და გლუვი ხდება. საჭირო ტენიანობას ინარჩუნებს. ფერხდება წვრილი ხაზების, ნაოჭების და ლაქების წარმოქმნა. სახის კანი ბუნებრივი ფერს და ჯანმრთელ იერს ინარჩუნებს.
კოლაგენი ორგანიზმში ყველაზე გავრცელებული ცილაა და შემაერთებელი ქსოვილის, მათ შორის მყესების, იოგების, კანისა და კუნთების ძირითადი კომპონენტია. ასაკის მატებასთან ერთად კოლაგენი ნაკლებად გამომუშავდება. 25 წლიდან კოლაგენის დონე მცირდება და 50 წლისთვის დაახლოებით 50% იკარგება. კოლაგენის შემცირება ნაოჭების წარმოქმნას, კანის სიმკვრივისა და ჯანსაღი ფერის დაკარგვას იწვევს; ქვეითდება კანის ბარიერული ფუნქცია, კანი შრება და ჩნდება ლაქები.
ბრენდის უპირატესობა: ნიადაგის გამოფიტვა სასურსათო და სამკურნალო მცენარეულ ნედლეულში საკვები და სასარგებლო ნივთიერებების დეფიციტს იწვევს. ამიტომ, ჯანსაღი კვების პირობებშიც კი ვერ ხერხდება ხოლმე ორგანიზმისთვის საჭირო საკვები ნივთიერებების მიღება.
საკვები დანამატების წარმოებისთვის „ციტოფლენი“ მხოლოდ ბიოდინამიურ მეურნეობაში მოპოვებულ სასურსათო ან სამკურნალო მცენარეულ ნედლეულს, მიკროორგანიზმებსა და მათი მეტაბოლიზმის პროდუქტებს იყენებს. ასეთ მეურნეობაში მცენარეები ცოცხალ, ნოყიერ ნიადაგში იზრდება, რაც მინერალებით, ვიტამინებით, სასარგებლო ნივთიერებებით და ფიტონუტრიენტებით მდიდარ ნედლეულს უზრუნველყოფს.
კვლევებით დადგენილია, რომ მცენარის მთლიანი ექსტრაქტი გაცილებით ეფექტურია, ვიდრე რომელიმე იზოლირებული ნივთიერება. ბუნებრივ კომპლექსურ ნაერთებში თითოეულ ნივთიერებას გარკვეული როლი აკისრია – ზოგი შეწოვას უწყობს ხელს, ზოგი გარდაქმნას, ზოგი გამოყოფას და ასე შემდეგ. ციტოფლენის საკვები დანამატებით ორგანიზმი ნივთიერებებს იმ სახით იღებს, როგორიც ეს ბუნებრივ სასურსათო /ბოსტნეული, ხილი/ ან სამკურნალო მცენარეულ ნედლეულშია წარმოდგენილი.
ცოცხალი ორგანიზმებიდან მიღებული ნივთიერებები ბუნებრივად ერთვებიან ადამიანის მეტაბოლურ ციკლში და იოლია მათი შეწოვაც და გარდაქმნაც. ციტოფლენის ბიოეფექტური საკვები დანამატების ფორმულები სრულფასოვნად შეიწოვება და გამოიყენება ორგანიზმის მიერ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ არ აღიზიანებენ საჭმლის მომნელებელ სისტემას.
სრული შემადგენლობა: ამინომჟავების კომპლექსი (L-პროლინი, გლიცინი, L-ლუტამინის მჟავა, L-ალანინი, L-არგინინი, L-ასპარკამის მჟავა, L-ლიზინი, L-სერინი,L-ლეიცინი, L-ვალინი, L-ფენილალანინი, L-თრეონინი, L-იზოლეიცინი, L-ჰისტადინი,L-თიროზინი,L მეთიონინი, მზესუმზირას ლეციტინი), ჰიდროქსილიზინი, მზესუმზირას ლეციტინი).
2 კაფსულა შეიცავს 1000 მგ. კოლაგენის კომპლექსს
მიღების წესი: 2 კაფსულა დღეში.
უკუჩვენება: არ გააჩნია.
არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ ნივთიერებებს, ხორბლის, სოიოს ან რძის პროდუქტებს, სინთეზურ საღებავებს და არომატიზატორებს.
შეინახეთ მშრალ, გრილ, სინათლისგან დაცულ ადგილას.

დამატებითი ინფორმაცია

ბრენდი

Go to Top