- როზმარინის შამპუნი ვეგანური 250მლ
- როზმარინის თმის კონდიციონერი ვეგანური 150მლ
- როზმარინის თმის გამაცოცხლებელი ტონიკი 100მლ
- სკალპის მასაჟორი
თმის მოვლის სასაჩუქრე ნაკრები
110.00 ₾
მარაგში
მარაგში
აღწერა
გააჩუქეთ ჯანსაღი სილამაზე ველედას თმის მოვლის ნაკრებით!
ეს ნაკრები შეიცავს:
როზმარინის გამაჯანსაღებელი შამპუნი ფრთხილად ასუფთავებს და მოცულობას მატებს თხელ თმას. ჰიალურონის მჟავა და ბიოლოგიური როზმარინის ზეთი თავის კანს კვებავს და ბზინვარებას უბრუნებს თმას. როზმარინი ცნობილია როგორც თმის ზრდის მასტიმულირებელი და თმის ცვენის საწინააღმდეგო ბუნებრივი საშუალება. ველედას როზმარინი ბიოლოგიურ მეურნეობაში, ჯანსაღ ნიადაგში იზრდება, რაც მის ეფექტურობას აძლიერებს.
როზმარინის გამაჯანსაღებელი კონდიციონერი დამძიმების გარეშე კვებავს და არბილებს თმას. მცენარეული წარმოშობის ჰიდროლიზებული ცილების, ჟოჟობას ზეთის, ბიო-როზმარინის ზეთის და არგინინის ეს კომპოზიცია მოქმედებს, როგორც თმის კონდიციონერი: არბილებს, აგლუვებს, ბზინვარებას მატებს თმას და აადვილებს ვარცხნას. ჰიდროლიზის გზით ცილები მცირე ზომის ამინომჟავებად იშლება და უფრო ადვილად აღწევს თმაში.
გამაცოცხლებელი ტონიკი როზმარინის ზეთით, პირშუშხასა და მსუქანას ფოთლის ექსტრაქტებით თავის კანის სისხლის მიმოქცევას ააქტიურებს. ამცირებს ქავილის შეგრძნებას და ამშვიდებს გაღიზიანებულ, გაწითლებულ თავის კანს. თმის ძირებს აძლიერებს და ხელს უწყობს თმის ბუნებრივ ზრდას. გამოსადეგია როგორც ქალებისთვის ასევე მამაკაცებისთვის. ტონიკი მალე შრება და არ აზეთიანებს თმას, ამიტომ მისი გამოყენების დროს არ არის აუცილებელი სახლში დარჩეთ ან თქვენი ვარცხნილობა შეცვალოთ. ტონიკის გამოყენება ასევე რეკომენდებულია მშობიარობის შემდეგ გაძლიერებული თმის ცვენის დროს, გარემო ფაქტორების გამო დაზიანებული თმის, ხშირი ღებვისა და ცხელი საშრობით გამომშრალი კანისა და თმის აღსადგენად. განკუთვნილია როგორც ქალების, ისე მამაკაცებისთვის.
- ნაკრებს მოყვება მოსახერხებელი სკალპის მასაჟორი
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი |
---|