საფენქვეშა არეში გაღიზიანებული და გაწითლებული კანის მოსავლელად
75მლ
25.00 ₾
მარაგში
საფენქვეშა არეში გაღიზიანებული და გაწითლებული კანის მოსავლელად
75მლ
მარაგში
კალენდულას საფენქვეშა მალამო გაღიზიანებული და გაწითლებული კანის მოსავლელად გამოიყენება. ფუტკრისა და მატყლის ცვილები კანის ზედაპირზე დამცავ გარსს ქმნის, სისველისაგან იცავს კანს და ანთებითი კერების წარმოქმნას უშლის ხელს. ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო კალენდულას და გვირილას ექსტრაქტები წმენდს და ამშვიდებს უკვე გაღიზიანებულ, გაწითლებულ კანს. ანტისეპტიკური და ანტიბაქტერიული თუთიის ჟანგი / მხოლოდ 10% -ს შეიცავს/ ხელს უწყობს დაწყლულებული კანის შეხორცებას. ნუშისა და სეზამის ზეთები სწრაფად აღადგენს და უვლის კანს. კალენდულას მალამო შეიძლება უფროსებმაც გამოიყენონ კანის გამოყელილი, გაღიზიანებული არეების მოსავლელად / მკერდის ქვეშ, ლაჯებში, იღლიებში/
• ბუნებრივად იცავს და უვლის მგრძნობიარე კანს საფენქვეშა არეში.
• ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს და ამცირებს სიწითლეს,
• ხელს უწყობს კანის რეგენერაციას.
• იცავს სისველისგან.
• არ შეიცავს სინთეზურ კონსერვანტებს, საღებავებს, არომატიზატორებსა და ნავთობიდან მიღებულ ნედლეულს.
• დერმატოლოგიურად დადასტურებულია კანთან ძალიან კარგი თავსებადობა, მათ შორის, მგრძნობიარე კანის შემთხვევაშიც.
შემადგენლობა: წყალი, ნუშის ზეთი, სეზამის ზეთი, თუთიის ჟანგი, ფუტკრის ცვილი, მატყლის ცხიმი, ცხიმმჟავა გლიცერიდი, თიხამიწა, კალენდულას ყვავილის ექსტრაქტი, გვირილის ყვავილის ექსტრაქტი, სურნელი1, ლიმონენი1, ლინალოოლი1, ბენზილბენზოატი1, გერანიოლი1, ბენზილსალიცილატი1, ფარნეზოლი1
1 ბუნებრივი ეთერზეთებიდან და/ან მცენარეული ექსტრაქტებიდან ბიოხარისხი
წინასწარ გასუფთავებულ საფენქვეშა არეზე ფრთხილად გადაანაწილეთ მალამო.
ბრენდი |
---|