ნორმალური და მშრალი კანისთვის
200მლ
41.50 ₾
მარაგში
ნორმალური და მშრალი კანისთვის
200მლ
მარაგში
კალენდულას თხელი, რძისებრი კრემი კვებავს და ატენიანებს მგრძნობიარე კანს, ხელს უშლის ანთებითი კერების წარმოქმნას. კრემი ადვილად ნაწილდება კანზე და სწრაფად შეიწოვება. სეზამის ზეთი და კალენდულას ექსტრაქტი იცავს და ატენიანებს კანს. გამათბობელი კალენდულას ზეთისგან განსხვავებით, მსუბუქი კრემი ზაფხულის ცხელ დღეებში აგრილებს და უვლის ნასიცხარ და მზის სხივებისგან გადახურებულ კანს. მგრძნობიარე კანის მოსავლელად შეიძლება მოზრდილებმაც გამოიყენონ.
• ბუნებრივი დამატენიანებელი ინგრედიენტები, რბილი ფორმულა და ფაქიზი სურნელი სპეციალურად ჩვილებზე და მცირეწლოვან ბავშვებზეა გათვლილი.
• კრემი სწრაფად შეიწოვება, შედეგად კანი გლუვი და დამშვიდებულია.
• კანთან თავსებადი ინგრედიენტები მის ბუნებრივ ფუნქციებს აძლიერებს.
• არ შეიცავს სინთეზურ კონსერვანტებს, საღებავებს, არომატიზატორებსა და ნავთობიდან მიღებულ ნედლეულს.
• დერმატოლოგიურად დადასტურებულია კანთან ძალიან კარგი თავსებადობა, მათ შორის, მგრძნობიარე კანისთვის.
• ზრდასრულის მგრძნობიარე კანისთვისაც შეიძლება გამოყენება .
შემადგენლობა: წყალი, ტკბილი ნუშის ზეთი, სეზამის თესლის ზეთი, გლიცერინი, სპირტი, ცხიმმჟავა გლიცერიდები (გლიცერილ სტეარატი, გლიცერილ კაპრილატი), შაქრის ემულგატორი (ცეტეარილ გლუკოზიდი), ჰიდრირებული ქოქოსის გლიცერიდები, კალენდულას და გვირილის ყვავილის ექსტარქტები; კაკაოს ცხიმი, ფუტკრის ცვილი, ქსანთანი, ცეტეარილის სპირტი, სურნელი1, ₾იმონენი1, ლინალოოლი1, გერანიოლი1 ციტრალი1
1 ბუნებრივი ეთერზეთები ბიოხარისხი
აბაზანის მიღების ან დაბანის შემდეგ კალენდულას დამატენიანებელი კრემი ბავშვს კანზე წაუსვით და ფრთხილად შეაზილეთ. გამოყენების წინ შეანჯღრიეთ.
რჩევა: მშრალი ან ატოპიური კანის შემთხვევაში აბაზანის წყალში ჩასამატებლად კალენდულას არაპარფიუმირებული ზეთი გამოიყენეთ
ბრენდი |
---|