მშრალი და სიმშრალისგან აქერცლილი კანის მოსავლელად
75მლ
24.50 ₾
მარაგში
მშრალი და სიმშრალისგან აქერცლილი კანის მოსავლელად
75მლ
მარაგში
კალენდულას ტანის & სახის მსუყე კრემი კანის ბუნებრივ, ჯანსაღ განვითარებასა და ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. კვებავს და ამშვიდებს ჩვილისა და ბავშვის მშრალ კანს. სეზამისა და ნუშის ზეთები კალენდულას ექსტრაქტთან ერთად ატენიანებს და არბილებს სიმშრალისგან აქერცლილ და გაღიზიანებულ კანს. განსაკუთრებული სიმშრალის ან სებორიული დერმატიტის დროს კრემი დღეში 2-3 ჯერ შეგიძლიათ გამოიყენოთ.
• ჩვილის კანის დასაამებელი ინტენსიური მოვლა.
• შეიცავს კანთან თავსებად მატყლის ცვილს, რომელიც კანს გამოშრობისგან იცავს – კანი მუდამ რბილი და გლუვია.
• არ შეიცავს სინთეზურ კონსერვანტებს, საღებავებს, არომატიზატორებსა და ნავთობიდან მიღებულ ნედლეულს.
• დერმატოლოგიური ტესტებით დადასტურებულია კანთან ძალიან კარგი თავსებადობა, მათ შორის, მგრძნობიარე კანისთვის.
შემადგენლობა: სეზამის თესლის ზეთი, წყალი, მატყლის ცხიმი, გლიცერინი, თეთრი თიხა, სპირტი, ფუტკრის ცვილის ჰიდროლიზატი, გლიცერილ ლინოლეატი, კაჟმიწა, კალენდულას ყვავილის ექტრაქტი, გვირილის ყვავილის ექსტრაქტი, სურნელი1 (ბუნებრივი ეთერზეთების ნარევი) ლიმონენი1, ლინალოოლი1, გერანიოლი1, ციტრალი1
1 ბუნებრივი ეთერზეთები ბიოხარისხი
რჩევა: მშრალი ან ატოპიური კანის ღრმა დატენიანებისთვის აბაზანის წყალს მცირე რაოდენობის კალენდულას არაპარფიუმირებული ზეთი დაუმატეთ.
საფენის არეში ამ კრემის გამოყენება შეიძლება, თუ იქ კანი გაღიზიანებული არ არის. ის პირველივე დღეებიდან დაშვებულია.
ბრენდი |
---|