კრილის ზეთი

კრილის ზეთი

160.00 

მარაგში

60 კაფსულა

მარაგში

არტიკული: 1612 კატეგორია:
თბილისში მიწოდება 1-3 სამუშაო დღის განმავლობაში. რეგიონებში მიწოდება 3-5 სამუშაო დღის განმავლობაში. 50 ლარი+ შენაძენზე მიწოდება უფასოა, ხოლო 50 ლარს ქვემოთ 5 ლარი.

აღწერა

ანტარქტიდული კრილის სუფთა ზეთი ბიოეფექტური ფოსფოლიპიდების, ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებისა და ასტაქსანთინის წყაროა.  კრილის ზეთი ხელს უწყობს გულის ჯანმრთელობას, ტვინის მუშაობასა და მხედველობას.

ძირითადი უპირატესობები:

მეტი, ვიდრე მხოლოდ ომეგა-3. კრილის ზეთი შეიცავს ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს EPA და DHA, ბუნებრივად დაკავშირებულს ფოსფოლიპიდებთან და ანტიოქსიდანტ ასტაქსანთინს, რომლებიც ერთად მუშაობენ უჯრედების ჯანმრთელობის, გულის, ტვინის ფუნქციისა და მხედველობის მხარდასაჭერად.

ფოსფოლიპიდების მაღალი შემცველობა:კრილი ბუნებრივად მდიდარია ფოსფოლიპიდებით, როგორიცაა ფოსფატიდილქოლინი, რომელიც მნიშვნელოვანია ტვინის ჯანმრთელობისთვის და ხშირად იკლებს ორსულობის პერიოდში.

მდგრადი წესით მოპოვებული: ანტარქტიდული კრილის  ზეთი სერტიფიცირებულია Marine Stewardship Council-ის(MSC) და Friend of the Sea-ის მიერ. ამ ორგანიზაციების მისიას შეადგენს კრილის მდგრადობის შენარჩუნება CCAMLR-ის (ანტარქტიდის ზღვის ცოცხალი რესურსების დაცვის კომისია) მკაცრი რეგულაციების შესაბამისად. ჩვენი კრილი დაცული წყლებიდან მომდინარეობს, სადაც კრილის ბიომასის მოპოვება 1%-მდეა შეზღუდული იმისთვის, რომ ეს ძვირფასი საკვები ნივთიერება დაცული იყოს, რომელზეც ზღვის ფრინველები, ვეშაპები და ზღვის სხვა ცოცხალი არსებები არიან დამოკიდებულნი.

 აღწერა: კრილის ზეთი ხშირად თევზის ქონზე უფრო სასარგებლოდ ითვლება, რადგან მასში შემავალი EPA და DHA შეუცვლელი ცხიმები დაკავშირებულია ფოსფოლიპიდებთან − ცხიმოვან მოლეკულებთან, რომლებიც ჩვენი ორგანიზმის უჯრედების კედლებშია წარმოდგენილი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის უფრო ადვილად შთაინთქმება უჯრედის მემბრანებში, ვიდრე თევზის ქონი და ხელს უწყობს ჩვენი უჯრედების ჯანმრთელობას. ერთ-ერთი ასეთი ფოსფოლიპიდია ფოსფატიდილქოლინი, რომელიც მნიშვნელოვანია ტვინის ჯანმრთელობისთვის და ხშირად იკლებს ორსულობის პერიოდში. ქოლინი აუცილებელია აგრეთვე მეხსიერებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნეიროგადამცემის აცეტილქოლინის სინთეზისთვის და ღვიძლის ნორმალური მუშაობისთვის. გარდა ამისა, კრილის ზეთი შეიცავს ასტაქსანთინს, ძლიერ ანტიოქსიდანტს, რომელიც ხელს უწყობს ოქსიდაციური სტრესისგან დაცვას.

კრილის ზეთი შეიცავს 150 მგ DHA-ს, 80 მგ EPA-ს და 1.5 მგ ასტაქსანთინს დღიურ დოზაში.

მიღების წესი:დოზირება: 1-2 კაფსულა დღეში

როგორ მივიღოთ: ჭამის დროს ან ექიმის მითითების შესაბამისად

შეუძლიათ გამოყენება ზრდასრულებს და ბავშვებს 4 წლის ასაკიდან.

დიეტოლოგიური ინფორმაცია

კრილის ზეთი – 2 კაფსულა საშუალოდ შეიცავს:

აქტიური ნუტრიენტიშემცველობა%NRV*
კრილის ზეთი1000 მგ*
რომელიც შეიცავს შემდეგს:
ფოსფოლიპიდები200 მგ*
EPA120 მგ*
DHA80 მგ*
ასტაქსანთინი1.5 მგ*

+NRV = რეკომენდებული დღიური დოზა

* აღნიშნავს, რომ რეკომენდებული დღიური დოზა არ არსებობს

შეუძლიათ გამოყენება:

კანდიდას და საფუარის მიმართ მგრძნობელობის მქონე პირებს.

უკუჩვენება: თუ თქვენ ანტითრომბოზულ პრეპარატებს იღებთ (მაგალითად, ვარფარინი ან ჰეპარინი) ან გაქვთ ღვიძლის რაიმე სახის უკმარისობა, ამ პროდუქტის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. ეს პროდუქტი შეიცავს თევზს და კიბოსნაირებს, ამიტომ ის არ უნდა მიიღონ ამ ინგრედიენტების მიმართ ალერგიის მქონე პირებმა.

არააქტიური ინგრედიენტები: ხარის ჟელატინი, დამატენიანებელი: გლიცერინი, სორბიტი, გასუფთავებული წყალი.

არ არის გენმოდიფიცირებული & არ შეიცავს:

გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს, ხორბალს, სოიას, რძის პროდუქტებსა და საღებავებს.

ენახვის წესი: შეინახეთ გრილ, მშრალ და მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. უკეთესი შედეგისთვის გთხოვთ, ცხელ ამინდში მაცივარში შეინახოთ

დამატებითი ინფორმაცია

ბრენდი

Go to Top