აღწერა
• ხელის, სახისა და სხეულის დასაბანი საშუალება
• შედგება მცენარეული ზეთებისგან 100% კონტროლირებადი ბიო მეურნეობიდან
• 100% ბიოდეგრადირებადი
პროდუქტის დეკლარაცია:
საპონი მიღებული ბიო-ზეითუნის ზეთისგან / კონტროლირებადი ბიოდინამიური მეურნეობა/ >30%
საპონი მიღებული ბიო- ქოქოსის ცხიმისგან 15–30%
შაქრის ტენზიდები ინდუსტრიული 5–15%
მცენარეული სპირტი (ეთანოლი), ინდუსტრიული 1–5%
მცენარეული გლიცერინი ბიომეურნეობიდან 1–5%
ციტრატი ინდუსტრიული <1%
ლავანდის ეთერზეთი და ფისოვანი ნივთიერებები ბიო მეურნეობიდან / ველურად შეგროვებული <1%
დიპტეროკარპუსის ფისი <1%
დინამიზებული წყალი 100%-მდე
შემადგენლობა (INCI)
წყალი, კალიუმის ოლივატი*, კალიუმის სპირტი*, ქოქოსის გლუკოზიდი, ლაურილ გლუკოზიდი, ეთილის სპირტი, გლიცერინი*, ლიონმჟავა, ლავანდის ზეთი* (ლინალოოლი*), დიპტეროკარპუსის ფისოვანი ექსტრაქტი, დაფნის ფოთლების ექსტრაქტი*, საკმელის ფისი*, ოქრო, მირონი*, ზეთის ხილის ზეთი*, ფითრის ექსტრაქტი*, დამასკოს ვარდის ფურცლების ექსტრაქტი*
*სერთიფიცირებული ორგანული ნივთიერებები/ველურად შეგროვილი
შემადგენელი ნივთიერებების წარმომავლობა და თვისებები
ზეთები და ეთერზეთები მიღებულია 100% ბიო მეურნეობებიდან. ქოქოსის ბიო ცხიმი ფილიპინების მცირე მეურნეობებიდანაა, სადაც ქოქოსის პალმები მაქს. 5 ჰექტარზეა შერეულ კულტურებად გაშენებული. ბიო ზეითუნის ზეთი კი ხმელთაშუაზღვის რეგიონებიდანაა.
ტექნიკური მონაცემები
სიმკვრივე: (20 °C) 1,023 გრ / სმ³
pH-განუზავებელი 8,5–9
შეინახეთ 10 – 25 °C ტემპერატურაზე. მცირე დროით ტემპერატურის გადაჭარბება ან მინიმუმზე ქვემოთ დაწევა არ აზიანებს პროდუქტს..
გამოყენება
რბილი მოსავლელი საპონი ხელის, სახისა და მთელი სხეულისათვის.
ასევე შესაფერისია კედლის დისპენსერებისთვის.
ბიოდეგრადაცია
მცენარეული ზეთებისგან დამზადებულ საპონს აქვს შეუდარებელი თავისებურება: აყალიბებს ბმას ჩამდინარე წყლებში არსებულ კალციუმთან. შედეგად, ანეიტრალებს მის ზედაპირულ აქტივობას (პირველადი დეგრადაცია). ეს პირველადი დეგრადაცია ხდება რამდენიმე საათში. შემდეგ კალციუმის საპონი მიკროორგანიზმების მიერ 100%-ით იშლება ნახშირორჟანგად და წყლად (მეორადი დეგრადაცია). ეთანოლი რეინტეგრირდება ბუნებრივ ციკლში რამდენიმე საათში. გარდა ბუნებრივი გლიცერინისა, რომელიც გამოიყოფა ზეთებიდან გასაპნების რეაქციის დროს, გამოიყენება მცენარეული გლიცერინიც, რომელიც უნარჩუნებს კანს ტენიანობას. შაქრის ტენზიდები იწარმოება მცენარეული ნედლეულიდან მიღებული სახამებლის, შაქრისა და ცხიმოვანი ნივთიერებებისგან, სადაც მათი ბუნებრივი სტრუქტურა მთლიანად შენარჩუნებულია. ამიტომ მიკროორგანიზმებისთვის ადვილია ამ ზედაპირულად აქტიური ნივთიერებების 100% სწრაფად და სრულად დაშლა. OECD-ის თანახმად, საპონი და შაქრის ტენზიდები ითვლება ადვილად ბიოდეგრადირებად ნივთიერებებად.
ეკო სერტიფიკატი
NCS (Natural Cosmetics Standard)
CSE (Certified Sustainable Economics)
Vegan Society
შეფუთვა
ბოთლი/კონტეინერი: PE
სატუმბი/სახურავი: PE / PP
ეტიკეტი: PE
მეორადი შეფუთვა: გადამუშავებადი 100%