აღწერა
თევზის ქონის ცხიმოვანი მჟავები ბავშვის გონებრივ, კოგნიტურ და ფიზიკურ ზრდა-განვითარებას უწყობს ხელს. უზრუნველყოფს მხედველობის ორგანოების და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობას. თევზის ქონი მდიდარია პექტინით, რომელიც ნაწლავის
„მეგობარი“ ბაქტერიებისთვის მნიშვნელოვან საკვებს წარმოადგენს.
თევზის ფორმის საღეჭ ჟელიბონებს ფორთოხლის და მარწყვის ბუნებრივი, სასიამოვნო გემო აქვს,
იოლია დასაღეჭად და არ აღიზიანებს კუჭ-ნაწლავს.
ომეგა 3-ს მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ბავშვებისთვის, რომლებიც არ/ან ვერ მიირთმევენ საკმარისი რაოდენობით ცხიმიან თევზს და მათი რაციონი არ არის მრავალფეროვანი
პროდუქტის უპირატესობა: ციტოფლენის ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები სკუმბრიასებრთა თევზებისგან
მიიღება /თევზის ქონში ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავების ყველაზე მაღალი შემცველობა სკუმბრიასებრთა
ოჯახის
თევზებში გვხვდება/. თევზჭერა კონტროლირებად სუფთა წყლებში, სერთიფიცირებული მეთოდით
ხდება
ციტოფლენის ჟელიბონები არ შეიცავს ჟელატინს, დამზადებულია ლერწმის შაქარის, სახამებლის,
გამოხდილი წყალისა და პექტინისგან
ბრენდის უპირატესობა: ნიადაგის გამოფიტვა სასურსათო და სამკურნალო მცენარეულ ნედლეულში
საკვები და სასარგებლო ნივთიერებების დეფიციტს იწვევს. ამიტომ, ჯანსაღი კვების პირობებშიც კი ვერ
ხერხდება ხოლმე ორგანიზმისთვის საჭირო საკვები ნივთიერებების მიღება.
საკვები დანამატების წარმოებისთვის „ციტოფლენი“ მხოლოდ ბიოდინამიურ მეურნეობაში მოპოვებულ
სასურსათო ან სამკურნალო მცენარეულ ნედლეულს, მიკროორგანიზმებსა და მათი მეტაბოლიზმის
პროდუქტებს იყენებს. ასეთ მეურნეობაში მცენარეები ცოცხალ, ნოყიერ ნიადაგში იზრდება, რაც
მინერალებით, ვიტამინებით, სასარგებლო ნივთიერებებით და ფიტონუტრიენტებით მდიდარ
ნედლეულს უზრუნველყოფს.
კვლევებით დადგენილია, რომ მცენარის მთლიანი ექსტრაქტი გაცილებით ეფექტურია, ვიდრე
რომელიმე იზოლირებული ნივთიერება. ბუნებრივ კომპლექსურ ნაერთებში თითოეულ ნივთიერებას
გარკვეული როლი აკისრია – ზოგი შეწოვას უწყობს ხელს, ზოგი გარდაქმნას, ზოგი გამოყოფას და ასე შემდეგ. ციტოფლენის
საკვები დანამატებით ორგანიზმი ნივთიერებებს იმ სახით იღებს, როგორიც ეს ბუნებრივ სასურსათო /ბოსტნეული, ხილი/ ან სამკურნალო მცენარეულ ნედლეულშია წარმოდგენილი.
ცოცხალი ორგანიზმებიდან მიღებული ნივთიერებები ბუნებრივად ერთვებიან ადამიანის მეტაბოლურ
ციკლში და იოლია მათი შეწოვაც და გარდაქმნაც. ციტოფლენის ბიოეფექტური საკვები დანამატების
ფორმულები სრულფასოვნად შეიწოვება და გამოიყენება ორგანიზმის მიერ. მნიშვნელოვანია ისიც,
რომ არ აღიზიანებენ საჭმლის მომნელებელ სისტემას.
1 ცალი საღეჭი ჟელიბონი შეიცავს: 500 მგ თევზის ქონი (დოკოზაჰექსაენოინის მჟავა DHA 11მგ, ეიკოზაპენტაენის მჟავა EPA 2 მგ), ლერწმის შაქარი, სახამებელი, გამოხდილი წყალი, პექტინი, ლიმონმჟავა, ბუნებრივი არომატები
(მარწყვი & ფორთოხალი), ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა), ნატრიუმის ციტრატი, ბუნებრივი საღებავები (შავი სტაფილი, ანატო),
(მზესუმზირას ზეთი).
მიღების წესი: დღიური დოზა: 3 წლიდან 2 თევზი, 4-6 წლამდე 4 თევზი, 7 წლიდან 6 თევზი.
არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ ნივთიერებებს, სოიოს ან რძის პროდუქტებს, სინთეზურ საღებავებს,
დამატკბობელებს და არომატიზატორებს.
შეინახეთ მშრალ, გრილ, სინათლისგან დაცულ ადგილას