120 ტაბ. ვეგანური
ორგანული სპირულინა
85.00 ₾
მარაგში
მარაგში
აღწერა
სპირულინა – ლურჯ-მწვანე წყალმცენარეა და დიდი რაოდენობით შეიცავს ქლოროფილს, ცილებს, მინერალებს და ვიტამინებს, შეუცვლელ ამინომჟავებს, ცხიმოვან მჟავებს, ბეტა კაროტინს, ბეტა კრიპტოქსანტინს და ზეაქსანტინს (ძლიერი ანტიოქსიდანტი).
სპირულინა ორგანიზმს ტოქსინებისგან წმენდს , იმუნიტეტს აძლიერებს, მეტაბოლურ პროცესებს აუმჯობესებს და სისხლში შაქრის და ქოლესტერინის დონეს არეგულირებს. აქვეითებს მადას, ამიტომშაქრიანი დიაბეტის, ინსულინ რეზისტენტობის, ნივთიერებათა ცვლის დარღვევისა და ჭარბი წონის მკურნალობისათვის გამოიყენება. ასევე იოდის დეფიციტით გამოწვეული დაავადებების დამხმარე თერაპიაში
სპირულინათმის, ფრჩხილისა და კანის სტრუქტურას აუმჯობესებს. სტრესისა და ალერგენების მიმართ მდგრადობას ზრდის და კოგნიტურ უნარებს აუმჯობესებს.
ცილების მაღალი კონცენტრაციის შემცველობის გამო შეუცვლელი დანამატია ვეგანებისა და ვეგეტარიანელებისთვის.
ბრენდის უპირატესობა: ნიადაგის გამოფიტვა სასურსათო და სამკურნალო მცენარეულ ნედლეულში საკვები და სასარგებლო ნივთიერებების დეფიციტს იწვევს. ამიტომ, ჯანსაღი კვების პირობებშიც კი ვერ ხერხდება ხოლმე ორგანიზმისთვის საჭირო საკვები ნივთიერებების მიღება.
საკვები დანამატების წარმოებისთვის „ციტოფლენი“ მხოლოდ ბიოდინამიურ მეურნეობაში მოპოვებულ სასურსათო ან სამკურნალო მცენარეულ ნედლეულს, მიკროორგანიზმებსა და მათი მეტაბოლიზმის პროდუქტებს იყენებს. ასეთ მეურნეობაში მცენარეები ცოცხალ, ნოყიერ ნიადაგში იზრდება, რაც მინერალებით, ვიტამინებით, სასარგებლო ნივთიერებებით და ფიტონუტრიენტებით მდიდარ ნედლეულს უზრუნველყოფს.
კვლევებით დადგენილია, რომ მცენარის მთლიანი ექსტრაქტი გაცილებით ეფექტურია, ვიდრე რომელიმე იზოლირებული ნივთიერება. ბუნებრივ კომპლექსურ ნაერთებში თითოეულ ნივთიერებას გარკვეული როლი აკისრია – ზოგი შეწოვას უწყობს ხელს, ზოგი გარდაქმნას, ზოგი გამოყოფას და ასე შემდეგ. ციტოფლენის საკვები დანამატებით ორგანიზმი ნივთიერებებს იმ სახით იღებს, როგორიც ეს ბუნებრივ სასურსათო /ბოსტნეული, ხილი/ ან სამკურნალო მცენარეულ ნედლეულშია წარმოდგენილი.
ცოცხალი ორგანიზმებიდან მიღებული ნივთიერებები ბუნებრივად ერთვებიან ადამიანის მეტაბოლურ ციკლში და იოლია მათი შეწოვაც და გარდაქმნაც. ციტოფლენის ბიოეფექტური საკვები დანამატების ფორმულები სრულფასოვნად შეიწოვება და გამოიყენება ორგანიზმის მიერ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ არ აღიზიანებენ საჭმლის მომნელებელ სისტემას.
შემადგენლობა: 1 ტაბ. შეიცავს: სპირულინას ფხვნილი 500 მგ.
მიღების წესი: 1-2 ტაბლეტი დღეში.
უკუჩვენება: არ არის გამოვლენილი
არ შეიცავს: გენმოდიფიცირებულ ნივთიერებებს, რძის, სოიოს ან ხორბლის პროდუქტებს, სინთეზურ არომატიზატორებს, საღებავებს, დამატკბობელ ნივთიერებებს.
შეინახეთ: მშრალ, გრილ, სინათლისგან დაცულ ადგილას.
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი |
---|