60 კაფსულა ვეგანური
ჟენშენის კომპლექსი
85.00 ₾
მარაგში
მარაგში
აღწერა
ჟენშენის კომპლექსი თირკმელზედა ჯირკვლის ნორმალურ ფუნქციონირებას და ჰორმონალურ ბალანსს უწყობს ხელს. მნიშვნელოვან როლს ასრულებს ენერგიის მეტაბოლიზმსა და კოგნიტურ ფუნქციებში. ამცირებს დაღლილობას. აწესრიგებს მენტალურ მდგომარეობას. გამოიყენება ემოციური და ფიზიკური გადაღლის, ენერგიის ნაკლებობის დროს.
ბრენდის უპირატესობა: ნიადაგის გამოფიტვა სასურსათო და სამკურნალო მცენარეულ ნედლეულში საკვები და სასარგებლო ნივთიერებების დეფიციტს იწვევს. ამიტომ, ჯანსაღი კვების პირობებშიც კი ვერ ხერხდება ხოლმე ორგანიზმისთვის საჭირო საკვები ნივთიერებების მიღება.
საკვები დანამატების წარმოებისთვის „ციტოფლენი“ მხოლოდ ბიოდინამიურ მეურნეობაში მოპოვებულ სასურსათო ან სამკურნალო მცენარეულ ნედლეულს, მიკროორგანიზმებსა და მათი მეტაბოლიზმის პროდუქტებს იყენებს. ასეთ მეურნეობაში მცენარეები ცოცხალ, ნოყიერ ნიადაგში იზრდება, რაც მინერალებით, ვიტამინებით, სასარგებლო ნივთიერებებით და ფიტონუტრიენტებით მდიდარ ნედლეულს უზრუნველყოფს.
კვლევებით დადგენილია, რომ მცენარის მთლიანი ექსტრაქტი გაცილებით ეფექტურია, ვიდრე რომელიმე იზოლირებული ნივთიერება. ბუნებრივ კომპლექსურ ნაერთებში თითოეულ ნივთიერებას გარკვეული როლი აკისრია – ზოგი შეწოვას უწყობს ხელს, ზოგი გარდაქმნას, ზოგი გამოყოფას და ასე შემდეგ. ციტოფლენის საკვები დანამატებით ორგანიზმი ნივთიერებებს იმ სახით იღებს, როგორიც ეს ბუნებრივ სასურსათო /ბოსტნეული, ხილი/ ან სამკურნალო მცენარეულ ნედლეულშია წარმოდგენილი.
ცოცხალი ორგანიზმებიდან მიღებული ნივთიერებები ბუნებრივად ერთვებიან ადამიანის მეტაბოლურ ციკლში და იოლია მათი შეწოვაც და გარდაქმნაც. ციტოფლენის ბიოეფექტური საკვები დანამატების ფორმულები სრულფასოვნად შეიწოვება და გამოიყენება ორგანიზმის მიერ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ არ აღიზიანებენ საჭმლის მომნელებელ სისტემას.
1 კაფსულა შეიცავს: ციმბირული ჟენშენის ექსტრაქტი 100 მგ, ბრაზილიური ჟენშენის ფხვნილი 75 მგ, კორეული ჟენშენის ფხვნილი 50 მგ, წითელი ჟენშენის ფხვნილი 50 მგ, ვიტამინი B5- ვიტამინი 100 მგ, მურა-წყალმცენარე 50 მგ, იოდი 25 მკგ, ძირტკბილა 20მგ
მიღების წესი: 1 კაფსულა დღეში.
სიფრთხილის ზომები: ორსულობის, ლაქტაციის ან ჰიპერტენზიული წამლების გამოყენების შემთხვევაში ჟენშენის კომპლექსის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.
არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ ნივთიერებებს, ხორბლის, სოიოს, რძის პროდუქტებს, სინთეზურ დამატკბობელს, საღებავებს და არომატიზატორებს.
შეინახეთ მშრალ, გრილ, სინათლისგან დაცულ ადგილას.
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი |
---|