აღწერა
რკინა აუცილებელი ელემენტია სისხლის წითელი უჯრედებისა და ჰემოგლობის წარმოქმნისთვის.
ეხმარება დაღლილ და გამოფიტულ ორგანიზმს, უჯრედების გაყოფის პროცესს. ჟანგბადის
ტრანსპორტირებაში იღებეს მონაწილეობას. ხელს უწყობს ენერგეტიკულ მეტაბოლიზმს, იმუნური
სისტემის ფუნქციონირებას, გონებრივ ფუნქციებს, ბავშვის კოგნიტურ განვითარებას.
პროდუქტის უპირატესობა: რკინის ტაბლეტები მცირე ზომისაა და მარტივი მისაღები. ადვილად
შეიწოვება, არ აღიზიანებს კუჭ-ნაწლავის სიტემას.
საკვები დანამატი შეიცავს მოლიბდენს და ვიტამინი C /მიღებულია აცეროლას ექსტრაქტიდან/. ვიტამინი C რკინის შეწოვას აუმჯობესებს. მოლიბდენი
ორგანიზმში რკინის ტრანსპორტირებას და გამოთავისუფლებას უზრუნველყოფს.
რკინა ინაქტივირებულ ლაქტობაცილასთან არის შეკავშირებული (lactobacillus bulgaricus) რაც მომნელებელ სისტემაზე მის რბილ ზემოქმედებას განაპირობებს და იოლად შეიწოვება.
ბუნებრივი შემადგენლობა საუკეთესო ბიოშეღწევადობას განაპირობებს.
ბრენდის უპირატესობა: ნიადაგის გამოფიტვა სასურსათო და სამკურნალო მცენარეულ ნედლეულში
საკვები და სასარგებლო ნივთიერებების დეფიციტს იწვევს. ამიტომ, ჯანსაღი კვების პირობებშიც კი
ვერ ხერხდება ხოლმე ორგანიზმისთვის საჭირო საკვები ნივთიერებების მიღება.
საკვები დანამატების წარმოებისთვის „ციტოფლენი“ მხოლოდ ბიოდინამიურ მეურნეობაში მოპოვებულ
სასურსათო ან სამკურნალო მცენარეულ ნედლეულს, მიკროორგანიზმებსა და მათი მეტაბოლიზმის
პროდუქტებს იყენებს. ასეთ მეურნეობაში მცენარეები ცოცხალ, ნოყიერ ნიადაგში იზრდება, რაც
მინერალებით, ვიტამინებით, სასარგებლო ნივთიერებებით და ფიტონუტრიენტებით მდიდარ
ნედლეულს უზრუნველყოფს.
კვლევებით დადგენილია, რომ მცენარის მთლიანი ექსტრაქტი გაცილებით ეფექტურია, ვიდრე
რომელიმე იზოლირებული ნივთიერება. ბუნებრივ კომპლექსურ ნაერთებში თითოეულ ნივთიერებას
გარკვეული როლი აკისრია – ზოგი შეწოვას უწყობს ხელს, ზოგი გარდაქმნას, ზოგი გამოყოფას და ასე შემდეგ. ციტოფლენის საკვები
დანამატებით ორგანიზმი ნივთიერებებს იმ სახით იღებს, როგორიც ეს ბუნებრივ სასურსათო /ბოსტნეული, ხილი/ ან სამკურნალო მცენარეულ ნედლეულშია წარმოდგენილი.
ცოცხალი ორგანიზმებიდან მიღებული ნივთიერებები ბუნებრივად ერთვებიან ადამიანის მეტაბოლურ
ციკლში და იოლია მათი შეწოვაც და გარდაქმნაც. ციტოფლენის ბიოეფექტური საკვები დანამატების
ფორმულები სრულფასოვნად შეიწოვება და გამოიყენება ორგანიზმის მიერ. მნიშვნელოვანია ისიც,
რომ არ აღიზიანებენ საჭმლის მომნელებელ სისტემას.
1 ტაბლეტი შეიცავს: ვიტამინი C 30 მგ, რკინა 10 მგ, მოლიბდენი 20 მკგ
მიღების წესი: 1-2 ტაბლეტი დღეში.
უკუჩვენება: მამაკაცებმა და პოსტმენოპაუზის პერიოდში ქალებმა რკინის მიღებამდე აუცილებლად
უნდა მიმართონ ექიმს და შესაბამისი კვლევის საფუძველზე უნდა დანიშნოს ექიმმა. რკინის ზედმეტი
დონე შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს ბავშვებშიც.
არ შეიცავს: გენმოდიფიცირებულნივთიერებებს, ხორბლის, რძის, სოიოს პროდუქტებს, სინთეზურ
დამატკბობლებს, საღებავებს და არომატიზატორებს.
შეინახეთ გრილ, მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას.