აღწერა

სისხლში  გლუკოზის დონის მხარდამჭერი შესანიშნავი მულტიმინერალური ფორმულა ცეილონის დარიჩინით. იგი  შეიცავს: ქრომს,  რომელიც მნიშვნელოვანი მინერალია სისხლში გლუკოზის ნორმალური დონის შესანარჩუნებლად,  ასევე სპილენძს, მანგანუმს, სელენს და თუთიას, რომლებიც იცავენ უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან და მაგნიუმის ბისგლიცინატს კუნთებისა და ნერვული სისტემის ფუნქციონირების ხელშესაწყობად.

უპირატესობები:

  • უსაფრთხო და ეფექტური
  • ხელს უწყობს სისხლში შაქრის ნორმალური დონის შენარჩუნებას
  • ქრომი, ცეილონის დარიჩინი და მაგნიუმის ბისგლიცინატი ხელს უწყობს ნახშირწყლებისადმი სწრაფვის დათრგუნვას და მომატებული მადის დაქვეითებას.

ქრომი ხელს უწყობს სისხლში გლუკოზის ნორმალური დონის შენარჩუნებას და ნივთიერებათა  (ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები) სწორ მეტაბოლიზმს. როდესაც ორგანიზმში ქრომის დონე და, შესაბამისად, გლუკოზის ტოლერანტობის ფაქტორი (GTF) ძალიან დაბალია, ინსულინის აქტივობა იბლოკება და სისხლში გლუკოზის დონე რჩება მომატებული.

რაფინირებული დიეტები, როგორც წესი, იწვევს თუთიის ნაკლებობას. მისი შემცველობა  ფორმულაში,  ხელს უწყობს თუთიის ადექვატური დონის შენარჩუნებას. თუთიას აქვს მრავალი ფუნქცია ორგანიზმში;  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი როლი ნახშირწყლების მეტაბოლიზმში, ცილების სინთეზში და უჯრედების დაცვაში ოქსიდაციური სტრესისგან.

სპილენძი კომბინირებულია თუთიასთან, რათა თავიდან იქნას აცილებული სპილენძის დეფიციტის შესაძლო რისკი თუთიის ხანგრძლივი გამოყენებისას.

დარიჩინს მთელს მსოფლიოში ტრადიციული გამოყენების ისტორია აქვს. სუფთა ცეილონის დარიჩინის უპირატესობაა კუმარინის დაბალი შემცველობა.

სრული შემადგენლობა: მაგნიუმის ჩელატი (მაგნიუმის ორგანული ნაერთი), ცეილონის დარიჩინის ექტრაქტი  20:1, თუთია (თუთიის ციტრატი), სელენი ( L-სელენმეთიონინი), მანგანუმი (მანგანუმის ციტრატი), სპილენძი (სპილენძის სულფატი), ქრომის პოლინიკოტინატი (ქრომი), მოლიბდენი (კალციუმის მოლობდენატი), სტეარინის მჟავა, კალციუმის ფოსფატი, ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა (კაფსულის გარსი).

1 კაფსულის კვებითი ღირებულება:

აქტიური ნუტრიენტირაოდენობაკვებითი ღირებულება
Magnesium – მაგნიუმი60mg17
Zinc- თუთია6mg60
Copper – სპილენძი0.5mg50
Manganese –0.5mg25
Selenium – სელენი50mcg90
Chromium – ქრომი135mcg337
Molybdenum -მოლიბდენი36mcg72
Cinnamon Extract 20:1 – დარიჩინის ექსტრაქტი25mg*

მიღების წესი: თუ ექიმის მიერ სხვა დანიშნულება არ არსებობს, 1-2 კაფსულა დღეში.

გამოიყენება: 12 წლიდან ზემოთ, ვეგანებისთვის, ვეგეტარიანელებისთვის, საფუარი სოკოს მიმართ მგრძნობიარე პირებში.

უკუჩვენება: დიაბეტის  მქონე ინსულინ დამოკიდებულმა პაციენტებმა, ამ დანამატის მიღებამდე უნდა მიმართონ ექიმს.

არ შეიცავს: გენმოდიფიცირებულ ნივთიერებებს,  რძის, სოიოს ან ხორბლის პროდუქტებს, მღებავ, დამატკბობელ ნივთიერებებს ან არომატიზატორებს.

შეინახეთ მშრალ, გრილ, სინათლისგან დაცულ ადგილას.