სრულფასოვანი მულტივიტამინები და მინერალები ქალებისთვის

სრულფასოვანი მულტივიტამინები და მინერალები ქალებისთვის

110.00 

მარაგში

60 კაფსულა ვეგანური

მარაგში

არტიკული: 5047 კატეგორია:

აღწერა

მულტივიტამინებისა და მინერალების სრულფასოვანი კომპლექსი რკინასთან ერთად სრულად პასუხობს ქალის ორგანიზმის მოთხოვნილებას. აუმჯობესებს ენერგიის დონეს, სტრესის მიმართ მდგრადობას, ჰორმონალურ ბალანსს, მეტაბოლიზმს, გონებრივ და ფიზიკურ მდგომარეობას. იდეალურია თინეიჯერებისთვის, ქალებისთვის მენსტრუალური ციკლის დროს და მათთვის ვისაც რკინის დაბალი დონე აქვს.
ეს კვებითი დანამატი 2024 წლის Wellness From Within Awards-ის გამარჯვებულია ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ნომინაციაში.
პროდუქტის უპირატესობები: შეიცავს ნუტრიენტებს მათ ყველაზე ბიოეფექტურ მეთილირებულ ფორმაში – მათ შორის მეთილფოლატი, ვიტამინი K2, P-5-P და ვიტამინი B12 რაც უზრუნველყოფს სწრაფ და სასურველ შედეგს გვერდითი მოვლენების გარეშე. რკინა, რომელიც შავი ციტრატის სახით არის წარმოდგენილი, არ აღიზიანებს კუჭ-ნაწლავს და არ იწვევს ყაბზობას. ვიტამინები და მინერალები ხილისა და ბოსტნეულის ადექვატური რაოდენობით გამორიცხავს დოზის გადაჭარბებას. GTF ქრომი-ამ მინერალის განსაკუთრებით ბიოეფექტური ფორმაა, ის აუცილებელია სისხლში გლუკოზის მეტაბოლიზმისთვის.
ბრენდის უპირატესობა: ნიადაგის გამოფიტვა სასურსათო და სამკურნალო მცენარეულ ნედლეულში საკვები და სასარგებლო ნივთიერებების დეფიციტს იწვევს. ამიტომ, ჯანსაღი კვების პირობებშიც კი ვერ ხერხდება ხოლმე ორგანიზმისთვის საჭირო საკვები ნივთიერებების მიღება.
საკვები დანამატების წარმოებისთვის „ციტოფლენი“ მხოლოდ ბიოდინამიურ მეურნეობაში მოპოვებულ სასურსათო ან სამკურნალო მცენარეულ ნედლეულს, მიკროორგანიზმებსა და მათი მეტაბოლიზმის პროდუქტებს იყენებს. ასეთ მეურნეობაში მცენარეები ცოცხალ, ნოყიერ ნიადაგში იზრდება, რაც მინერალებით, ვიტამინებით, სასარგებლო ნივთიერებებით და ფიტონუტრიენტებით მდიდარ ნედლეულს უზრუნველყოფს.
კვლევებით დადგენილია, რომ მცენარის მთლიანი ექსტრაქტი გაცილებით ეფექტურია, ვიდრე რომელიმე იზოლირებული ნივთიერება. ბუნებრივ კომპლექსურ ნაერთებში თითოეულ ნივთიერებას გარკვეული როლი აკისრია – ზოგი შეწოვას უწყობს ხელს, ზოგი გარდაქმნას, ზოგი გამოყოფას და ასე შემდეგ. ციტოფლენის საკვები დანამატებით ორგანიზმი ნივთიერებებს იმ სახით იღებს, როგორიც ეს ბუნებრივ სასურსათო /ბოსტნეული, ხილი/ ან სამკურნალო მცენარეულ ნედლეულშია წარმოდგენილი.
ცოცხალი ორგანიზმებიდან მიღებული ნივთიერებები ბუნებრივად ერთვებიან ადამიანის მეტაბოლურ ციკლში და იოლია მათი შეწოვაც და გარდაქმნაც. ციტოფლენის ბიოეფექტური საკვები დანამატების ფორმულები სრულფასოვნად შეიწოვება და გამოიყენება ორგანიზმის მიერ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ არ აღიზიანებენ საჭმლის მომნელებელ სისტემას.
2 კაფსულა შეიცავს: ბეტა კაროტინი 3 მგ, ვიტამინი D 40 მკგ (800 ს.ე), ვიტამინი E 30 მგ, ვიტამინი C 200 მგ, თიამინი 20 მგ, რიბოფლავინი 20 მგ, ნიაცინი 16 მგ, P-5-P (B6)-10 მგ, ფოლის მჟავა (L-მეთილფოლატი) 200 მკგ, ვიტამინი B12 130 მკგ, ბიოტინი 15 მკგ, პანტოთენის მჟავა 50 მგ, ვიტამინი K2 60 მკგ, რკინა 10 მგ, მაგნიუმი 30 მგ, თუთია 10 მგ, იოდი 150 მკგ, ბორი 0.5 მგ, სპილენძი 1 მგ, მანგანუმი 1 მგ, სელენი 150 მკგ, ქრომი 160 მკგ, მოლიბდენი 20 მკგ.
მიღების წესი: 1-2 კაფსულა დღეში
უკუჩვენება: არ არის გამოვლენილი
არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ ნივთიერებებს, ხორბლის, სოიოს ან რძის პროდუქტებს, სინთეზურ საღებავებს და არომატიზატორებს.
შეინახეთ მშრალ, გრილ, სინათლისგან დაცულ ადგილას.

დამატებითი ინფორმაცია

ბრენდი

Go to Top