სტრიების საწინააღმდეგო ორსულთა ზეთი ვეგანური

სტრიების საწინააღმდეგო ორსულთა ზეთი ვეგანური

75.00 

მარაგში

ხელს უშლის სტრიების გაჩენას, აუფერულებს ახლად გაჩენილ სტრიებს, კვებავს და ელასტიურობას მატებს კანს.

100მლ

 

მარაგში

აღწერა

ორსულთა კანის მოსავლელი ზეთი ნუშის რბილი ზეთით, ჟოჟობას და E ვიტამინით მდიდარი ხორბლის ღივის ზეთით არნიკას ყვავილის ზეთოვან ექსტრაქტთან ერთად კვებავს და ელასტიურობას მატებს კანს. ამშვიდებს მოჭიმულ და დაძაბულ კანს და ამცირებს ქავილის შეგრძნებას. მშრალი და პრობლემური კანის შემთხვევაში ზეთის გამოყენება უმჯობესია ორსულობის პირველი თვიდან დაიწყოთ და მშობიარობის შემდეგ გააგრძელოთ. ზეთი შეგიძლიათ მკერდის არეში ძუძუთი კვების დროსაც გამოიყენოთ. ახლად წარმოქმნილი წითელი სტრიების შემთხვევაში ზეთის რეგულარული გამოყენება მსუბუქი მასაჟით, საგრძნობლად აუმჯობესებს კანის მდგომარეობას.
ზეთი რეკომენდებულია გარდამავალი ასაკის გოგონებისა და ბიჭებისათვის კანის ასაკობრივი ცვლილებების დროს გაჩენილი სტრიების მოსავლელად, ასევე სხვადასხვა ასაკში წონის ხშირი ცვალებადობის დროს მოდუნებული და ნახეთქებიანი კანის მოსავლელად.
დაიწყეთ სტრიების საწინააღმდეგო ზეთის და ტანის კარაქის გამოყენება ორსულობის პირველივე თვიდან და განაგრძეთ ლაქტაციის პერიოდის დასრულების შემდეგ კიდევ სამი თვის განმავლობაში. სტრიების საწინააღმდეგო ეს ორი პროდუქტი შეარჩიეთ თქვენი სურვილის მიხედვით.

● 20 წელზე მეტი ხნის ველედას ფავორიტი პროდუქტია ორსულებისთვის
● ზრდის კანის ელასტიურობასა და ხელს უშლის სტრიების გაჩენას,
● ამცირებს არსებული სტრიების ხილვადობას,
● უნარჩუნებს კანს ტენიანობას,
● ამცირებს კანის დაჭიმულობისა და ქავილის შეგრძნებას,
● შექმნილია ბებიაქალებისა და ფარმაცევტების მიერ

შემადგენლობა: ტკბილი ნუშის ზეთი, ჟოჟობას ზეთი, ხორბლის ღივის ზეთი, არნიკას ყვავილის ექსტარქტი, სურნელი1, ლიმონენი1, ლინალოოლი1, ციტრონელოლი1, ციტრალი1, გერანიოლი1, ევგენოლი1, ფარნეზოლი1
1 ბუნებრივი ეთერზეთებიდან და/ან მცენარეული ექსტრაქტებიდან ბიოხარისხი
ორსულთა კანის მოსავლელი ზეთი მსუბუქად შეიზილეთ მუცლის, თეძოების და მკერდის არეში. ორსულთა ზეთი უმჯობესია ნოტიო კანზე წაისვათ და მსუბუქი ხანგრძლივი მასაჟით შეიზილოთ. ტანის კარაქი ასევე წრიული მოძრაობით უნდა შეიზილოთ და უფრო სწრაფად შეიწოვება ვიდრე ზეთი. კანის მოვლისთვის იდეალური იქნება საღამოს ან იმ დღეებში როცა სახლში ხართ ზეთი გამოიყენოთ. დილას კი, როცა სწრაფად გჭირდებათ ჩაცმა და სახლიდან გასვლა, ტანის კარაქი.

დამატებითი ინფორმაცია

ბრენდი

Go to Top