ინტენსიური მოვლა და კვება ძალიან მშრალი კანისთვის
75მლ
43.50 ₾
მარაგში
ინტენსიური მოვლა და კვება ძალიან მშრალი კანისთვის
75მლ
მარაგში
1926 წელს შექმნილი ველედას ლეგენდარული მკვებავი კრემი სქინ ფუდი განსაკუთრებული სიმშრალის დროს გამოიყენება. მცენარეული ზეთებითა და ცხიმებით მდიდარი შემადგენლობა (ფუტკრის ცვილი, მატყლის ცხიმი, მზესუმზირას თესლის ზეთი ) უხეშ, აქერცლილ, მშრალ და მოჭიმულ კანს კვებავს, არბილებს და შვებას აძლევს. როზმარინის ექსტრაქტი აცოცხლებს და ტონუსს აძლევს სიმშრალისგან გაუფერულებულ კანს. ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო გვირილას და კალენდულას ექსტრაქტები ადვილად გაღიზიანებად მშრალ კანს ამშვიდებს, წმენდს და მის რეგენერაციას უწყობს ხელს. ბიოლოგიური სამფერა ია ტრადიციული სამკურნალო საშუალებაა დაზიანებული, დამსკდარი კანის მოსავლელად. ის ამცირებს ქავილის შეგრძნებას, აგრილებს და ატენიანებს კანს.
სქინფუდი უნივერსალური კრემია მთელი ოჯახისთვის. ტენდენციური სიმშრალის გარდა მისი გამოყენება შეგიძლიათ მზისგან დამწვარი და გაუხეშებული კანის აღსადგენად, პროფესიული მაკიაჟის ხშირი გამოყენების შედეგად დაზიანებული კანის მოსავლელად ან მაკიაჟის ფუძედ, აკნეს მკურნალობის შემდეგ გამომშრალი, ლაქებიანი და დაზიანებული კანის აღსადგენად, ბატონების შემდეგ დარჩენილი ფუფხების დასარბილებლად.
● საგრძნობლად ზრდის კანის უჯრედების რეგენერაციას, ტენიანობას და სიგლუვეს.
● დერმატოლოგიურად შემოწმებულია
● ბუნებრივი ნედლი სურნელით.
● არ შეიცავს სინთეზურ კონსერვანტებს, არომატიზატორებს, საღებავებს და ნავთობიდან მიღებულ ნედლეულს
შემადგენლობა: წყალი, მზესუმზირას ზეთი, მატყლის ცხიმი, დენატურირებული სპირტი, ტკბილი ნუშის ზეთი, თაფლის თეთრი სანთელი, ცხიმმჟავგლიცერიდი, გლიცერინი, ფუტკრის ცვილის ჰიდროლიზატი, სორბიტან ოლივატი, სამფერა იას, როზმარინის, გვირილასა და კალენდულას ექსტრაქტები, არგინინი, თუთიის სულფატი, სურნელი1, ლიმონენი1, ლინალოოლი1, კუმარინი1, გერანიოლი1, ციტრალი1 1 ბუნებრივი ეთერზეთებიდან და/ან მცენარეული ექსტრაქტებიდან ბიოხარისხიდღეში რამდენჯერმე უხვად დაიტანეთ სხეულის მშრალ უბნებზე, მაგალითად, ხელებზე, ტერფებსა და იდაყვებზე.
ბრენდი |
---|