აღწერა

ქაცვის ზეთი ომეგა 7 ცხიმოვანი მჟავების ერთ-ერთ უმდიდრეს წყაროს წარმოადგენს, რომლის შემცველობა უფრო მაღალია, ვიდრე ნებისმიერ სხვა მცენარეში. ზეთი უნიკალურია იმით, რომ იგი მოქმედებს როგორც უჯრედული მემბრანების ძირითადი შემადგენელი ნაწილი,  რომელიც  უნარჩუნებს კანსა და  ლორწოვან გარსებს ბუნებრივ სტრუქტურას, ტენიანობას  და სიჯანსაღეს.  ხელს უწყობს ქსოვილების რეგენერაციას და აფერხებს ანთებით პროცესებს.

უპირატესობები:

  • თითოეული ვეგანური კაფსულა შედგება 500 მგ ქაცვის ზეთისაგან,
  • შეიცავს შეუცვლელ ცხიმოვან მჟავებს: პალმიტინის მჟავას (ომეგა 7) და ოლეინის მჟავას (ომეგა 9).
  • ზეთი  მდიდარია მონო- და პოლიუჯერი ცხიმებით.
  • რეკომენდებულია მენოპაუზის დროს მისი კანის დამატენიანებელი თვისებების გამო.
  • გამოდგება ვეგეტარიანელებისთვის და ვეგანებისთვის

სრული შემადგენლობა: ქაცვის ზეთი (Hippophae rhamnoides) 25% პალმიტინის მჟავა (ომეგა 7) და ოლეინის მჟავა  (ომეგა  9), კაფსულის გარსი: სახამებელი, გლიცერინი, გამოხდილი წყალი.

1 კაფსულა შეიცავს:

პალმიტინის მჟავა (ომეგა 7) – 125 მგ და  ოლეინის მჟავა (ომეგა 9) – 90 მგ

მიღების წესი: 1-2 კაფსულა დღეში

უკუჩვენება: თუ იღებთ ანტიკოაგულანტებს, ქაცვის ზეთის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

ქაცვის სასარგებლო თვისებები:

მდიდარია C, B1, B2,  B6, P ვიტამინებით, ნიკოტინისა და ფოლიუმის მჟავებით, კაროტინით, კალიუმით, კალციუმითა და სხვა მიკროელემენტებით, უჯერი ცხიმოვანი და ორგანული მჟავებით, ფლავონოიდებით.
ქაცვი წარმატებით გამოიყენება კანის სხვადასხვა სნეულების, წყლულოვანი დაავადების, C ვიტამინის ნაკლებობის, ქრონიკული დაღლილობის სამკურნალოდ. ამ მცენარის ნაყოფს მკვებავი, ანთების საწინააღმდეგო, აღმდგენი და ბიომასტიმულირებელი ეფექტი აქვს. ქაცვი ძალზე პოპულარულია კოსმეტიკაში – იგი არბილებს კანს, ანიჭებს ელასტიურობას და იცავს ნაოჭების გაჩენისგან.

არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ და ხორბლის, სოიოს ან რძის პროდუქტებს, საღებავებს და არომატიზატორებს.

შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას.