ქაცვის ზეთი

ქაცვის ზეთი

120.00 

მარაგში

60 კაფსულა ვეგანური

მარაგში

არტიკული: 185245 კატეგორია:

აღწერა

ქაცვის ზეთი კანისა და ლორწოვანი გარსების სიმშრალის დროს გამოიყენება, მაგ: მენოპაუზის პერიოდში.
ქაცვის ზეთი ომეგა 7 ცხიმოვანი მჟავების ერთ-ერთ უმდიდრეს წყაროა. მდიდარია მონო-და პოლიუჯერი ცხიმებით. შეიცავს შეუცვლელ ცხიმოვან მჟავებს: პალმიტინის მჟავას (ომეგა 7) და ოლეინის მჟავას (ომეგა 9). მოქმედებს როგორც უჯრედული მემბრანების ძირითადი შემადგენელი ნაწილი, რომელიც კანსა და ლორწოვან გარსებს ბუნებრივ სტრუქტურას, ტენიანობას და სიჯანსაღეს უნარჩუნებს. ხელს უწყობს ქსოვილის რეგენერაციას და ანთებით პროცესებს აფერხებს.
ქაცვის სასარგებლო თვისებები: მდიდარია C, B1, B2, B6, P ვიტამინებით, ნიკოტინისა და ფოლიუმის მჟავებით, კაროტინით, კალიუმით, კალციუმითა და სხვა მიკროელემენტებით, უჯერი ცხიმოვანი და ორგანული მჟავებით, ფლავონოიდებით.
ქაცვის გამოიყენება კანის სხვადასხვა დაავადების, C ვიტამინის ნაკლებობის, წყლულოვანი დაავადების, ქრონიკული დაღლილობის სამკურნალოდ. ამ მცენარის ნაყოფს მკვებავი, ანთების საწინააღმდეგო, აღმდგენი და ბიომასტიმულირებელი ეფექტი აქვს. ასევე გამოიყენება კოსმეტიკაში.
ბრენდის უპირატესობა: ნიადაგის გამოფიტვა სასურსათო და სამკურნალო მცენარეულ ნედლეულში საკვები და სასარგებლო ნივთიერებების დეფიციტს იწვევს. ამიტომ, ჯანსაღი კვების პირობებშიც კი ვერ ხერხდება ხოლმე ორგანიზმისთვის საჭირო საკვები ნივთიერებების მიღება.
საკვები დანამატების წარმოებისთვის „ციტოფლენი“ მხოლოდ ბიოდინამიურ მეურნეობაში მოპოვებულ სასურსათო ან სამკურნალო მცენარეულ ნედლეულს, მიკროორგანიზმებსა და მათი მეტაბოლიზმის პროდუქტებს იყენებს. ასეთ მეურნეობაში მცენარეები ცოცხალ, ნოყიერ ნიადაგში იზრდება, რაც მინერალებით, ვიტამინებით, სასარგებლო ნივთიერებებით და ფიტონუტრიენტებით მდიდარ ნედლეულს უზრუნველყოფს.
კვლევებით დადგენილია, რომ მცენარის მთლიანი ექსტრაქტი გაცილებით ეფექტურია, ვიდრე რომელიმე იზოლირებული ნივთიერება. ბუნებრივ კომპლექსურ ნაერთებში თითოეულ ნივთიერებას გარკვეული როლი აკისრია – ზოგი შეწოვას უწყობს ხელს, ზოგი გარდაქმნას, ზოგი გამოყოფას და ასე შემდეგ. ციტოფლენის საკვები დანამატებით ორგანიზმი ნივთიერებებს იმ სახით იღებს, როგორიც ეს ბუნებრივ სასურსათო /ბოსტნეული, ხილი/ ან სამკურნალო მცენარეულ ნედლეულშია წარმოდგენილი.
ცოცხალი ორგანიზმებიდან მიღებული ნივთიერებები ბუნებრივად ერთვებიან ადამიანის მეტაბოლურ ციკლში და იოლია მათი შეწოვაც და გარდაქმნაც. ციტოფლენის ბიოეფექტური საკვები დანამატების ფორმულები სრულფასოვნად შეიწოვება და გამოიყენება ორგანიზმის მიერ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ არ აღიზიანებენ საჭმლის მომნელებელ სისტემას.
1 კაფსულა შეიცავს: პალმიტინის მჟავა (ომეგა 7) 125 მგ და ოლეინის მჟავა (ომეგა 9)-90 მგ
მიღების წესი: 1-2 კაფსულა დღეში
უკუჩვენება: თუ იღებთ ანტიკოაგულანტებს, ქაცვის ზეთის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ ნივთიერებებს, ხორბლის, სოიოს ან რძის პროდუქტებს, სინთეზურ საღებავებს და არომატიზატორებს.
შეინახეთ მშრალ, გრილ, სინათლისგან დაცულ ადგილას.

დამატებითი ინფორმაცია

ბრენდი

Go to Top