ნორმალური და მშრალი კანისთვის
100მლ
65.00 ₾
მარაგში
ნორმალური და მშრალი კანისთვის
100მლ
მარაგში
მზის ენერგიით სავსე, ოქროსფერი ქაცვის ზეთი უჯერი ცხიმმჟავებით და A და E ვიტამინებით არის მდიდარი. ზეთი ინტენსიურად კვებავს მშრალ, გამოფიტულ კანს და ბუნებრივ დამცავ გარს აძლიერებს.
ქაცვის ზეთი განსაკუთრებით ეფექტურია ზამთრის ცივ დღეებში, სოლარიუმის ან მზის სხივების აბაზანების შემდეგ გარუჯული, გამომშრალი კანის მოსავლელად. კაროტინოიდების მაღალი შემცველობის გამო ზეთი ოქროსფრადაა შეფერილი და ულტრაისფერი გამოსხივებისგან იცავს კანს. გარუჯულ კანს კი სეზამის რბილ ზეთთან ერთად ამშვიდებს, ერთგვაროვანს ხდის და რუჯის ფერს სიღრმესა და ბზინვარებას ჰმატებს.
• მდიდარია უჯერი ცხიმმჟავებით, ასტიმულირებს კანის ბუნებრივ რეგენერაციას.
• აქვს დამატენიანებელი მოქმედება, არბილებს აქერცლილ და გაუხეშებულ კანს.
• დერმატოლოგიურად გამოცდილია.
• სერთიფიცირებულია და არ შეიცავს სინთეზურ კონსერვანტებს, საღებავებს, არომატიზატორებსა და ნავთობიდან მიღებულ ნედლეულს
შემადგენლობა: სეზამის თესლის ზეთი, ქაცვის ზეთი, როზმარინის ფოთლის ექსტრაქტი, სურნელი1, ლიმონენი1, ლინალოოლი1, ციტრონელოლი, ბენზილ ბენზოატი, ბენზილ სალიცილატი, გერანიოლი1, ციტრალი1, ფარნეზოლი1 1ბუნებრივი ეთერზეთებიდან და/ან მცენარეული ექსტრაქტებიდან
ბიო-ხარისხი
აბაზანის ან შხაპის მიღების შემდეგ რამდენიმე წვეთი ზეთი შეიზილეთ ნოტიო, სუფთა კანზე.
ბრენდი |
---|