ქოლდ კრემი

ქოლდ კრემი

38.50 

მარაგში

მშრალი და დაზიანებული სახის კანის ინტენსიური მოვლა ექსტრემალურ პირობებში

30გრ

მარაგში

არტიკული: 0129 კატეგორია: ,

აღწერა

ქოლდკრემი ყინვისა და ქარისგან იცავს კანს ისე რომ არ ახშობს ფორებს. ცვილებითა და ზეთებით მდიდარი კრემი ასევე გამოიყენება როგორც სასწრაფო დახმარება, უამინდობისგან და მზის სხივებისგან გამომშრალი, აქერცლილი, დაჭიმული და გაუხეშებული კანის აღსადგენად. ფუტკრის ცვილი კანის ბუნებრივ ლიპიდურ გარსს აძლიერებს და ამით კანს გამოშრობისგან იცავს. მცენარეული ზეთები ინტენსიურად კვებავს, არბილებს და მოქნილობას უბრუნებს მშრალ და დაზიანებულ კანს. კრემი შეგიძლიათ დილა საღამოს წაისვათ. დაზიანებული და გამომშრალი კანის აღსადგენად სახესა და ხელებზე გაიკეთეთ ნიღაბი.
ქოლდკრემი ანტიკურ ხანაში, ბერძენი ექიმის, გალენის მიერ შექმნილი კრემის ანალოგია, რომელიც არ შეიცავს სპირტსა და მცენარეულ ექსტრაქტებს. მხოლოდ ფუტკრის ცვილსა და მცენარეული ზეთებზეა დამზადებული და კანზე სიგრილის შეგრძნებას იწვევს.

• ინტენსიური კვებით ხელს უწყობს კანის რეგენერაციას
• ავსებს და იცავს კანის ლიპიდურ შრეს
• კანთან თავსებადობა დერმატოლოგიურად გამოცდილია
შემადგენლობა: წყალი, ნუშის ზეთი, მიწის თხილის ზეთი, თაფლის სანთელი, დენატ.სპირტი, ცხიმმჟავა გლიცერიდი, თუთიის სულფატი. სურნელი1, ლიმონენი1, ლინალოოლი1, ციტრონელოლი1, გერანიოლი1, ციტრალი1
1 ბუნებრივი ეთერზეთები ბიოხარისხი
წაისვით დილა-საღამოს სახეზე,ყელსა და დეკოლტეზე ან გაიკეთეთ სახის ნიღაბი

დამატებითი ინფორმაცია

ბრენდი

Go to Top