აღწერა

• არ შეიცავს ქლორს, ფოსფატებს, ენზიმებს, სურნელის მიმცემ ნივთიერებებს
• არის სრულად ბიოდეგრადირებადი
• საყოფაცხოვრებო ჭურჭლის სარეცხი მანქანებისთვის
• შესაფერისია მხოლოდ ჭურჭლის სარეცხი მანქანებისთვის რეგულირებადი წყლის დარბილებით
• არ გამოიყენება ვერცხლის, ბროლისა და ხელით მოხატული ფაიფურის გასარეცხად.

პროდუქტის დეკლარაცია:
სოდა >30%
ციტრატი >30%
ნატრიუმის ჰიდრო კარბონატი 15–30%
მცენარეული გამრეცხი ნივთიერება Sorbitan Sesquioctanoat 1–5%
ნატრიუმის სილიკატი 1–5%
ნატრიუმის გლუკონატი 1–5%
ცელულოზა 1–5%
ფისოვანი ნივთიერებები, კონტროლირებადი ბიომეურნეობიდან/ველურად შეგროვილი <1%

შემადგენელი ნივთიერებები EC 648/2004
ნატრიუმის კარბონატი, ნატრიუმის ციტრატი, ნატარიუმის ჰიდროკარბონატი, Sorbitan Sesquioctanoate, ნატრიუმის სილიკატი, ნატრიუმის გლუკონატი, ცელულოზა

შემადგენელი კომპონენტების წარმომავლობა და თვისებები

მთავარი მოქმედი ნივთიერება არის სოდა, სილიკატები და მცენარეული გამრეცხი აქტივობის მქონე ნივთიერება Sorbitan Sesquioctanoat. სილიკატები მიიღება გამლღვალი ქვიშის სოდასთან რეაქციით და ტუტე ბუნების გამო აქვთ თვისება – ცხიმი გახადონ წყალში ხსნადი. სილიკატები აცილებენ ჭურჭელს საჭმლის ნარჩენს და უზრუნველყოფენ მათ გამორეცხვას. სოდა მიიღება სუფრის მარილისა და კალციუმისგან, ანაწევრებს ცხიმს მცირე ნაწილაკებად და ამ გზით აძლიერებს სილიკატების გამრეცხ თვისებებს. Sorbitan Sesquioctanoat მიიღება სიმინდისა და ხორბლის სახამებლისგან
და ქოქოსის ზეთის ცხიმოვანი ფრაქციისგან, ამცირებს წყლის ზედაპირულ დაჭიმულობას, იმგვარად რომ ჭურჭელზე არსებულ ჭუჭყს უკეთესად ბოჭავს.
დამატებით შეიცავს მათეთრებელს- ნატრიუმის პერკარბონატს (Natriumpercarbonat). ის რეცხვის დროს იშლება წყლად და ნატრიუმის კარბონატად. ამ დროს გამოთავისუფლებულ აქტიურ ჟანგბადs შესანიშნავად ამოყავს ყავისა და ჩაის ლაქები. ციტრატი მიიღება შაქრის შემცველი ბუნებრივი პროდუქტების ფერმენტაციით, რომელიც ჭურჭლის სარეცხი მანქანის ტაბლეტებში დამატებულია, რათა შეიკავშიროს კალციუმი და დაიცვას მანქანა კალციუმიანი ნადების გაჩენისაგან. ნატრიუმის გლუკონატი აძლიერებს ციტრატის კალციუმის შემბოჭავ თვისებებს. ნატრიუმის გლუკონატი არის თაფლისა და ხილის გლუკონის მჟავას მარილი.
ცელულოზა ანიჭებს ტაბლეტებს ფორმას და სტაბილურობას.

ტექნიკური მონაცემები
1 ტაბ = 20 გრ,
pH- (20 °C, 5 გრ/ l H₂O) 10,5–11

შეინახეთ მჭიდროდ დახურული. 10 – 25 °C ტემპერატურაზე. ბავშვებისთვს ხელმიუწვდომელ ადგილას.

გამოყენება
ყველა საყოფაცხოვრებო ჭურჭლის სარეცხი მანქანისთვის.

მხოლოდ ჭურჭელისთვის, რომელიც განკუთვნილია მანქანაში რეცხვისთვის. არ გარეცხოთ ვერცხლის, ბროლის და ხელით მოხატული ფაიფურის ჭურჭელი.

დოზირება
საშუალოდ ჭუჭყიანი ჭურჭელისთვის: 1 ტაბ.
ძალიან ჭუჭყიანი ჭურჭელისთვის: 2 ტაბ

მნიშვნელოვანი მითითება: დააყენეთ ჭურჭლის სარეცხი მანქანის დარბილების სისტემა 8 °dH / 15 °fH უფრო მაღალი, ვიდრე წყლის რეალური სიხისტე.

გთხოვთ, გაეცნოთ თქვენი ჭურჭლის სარეცხი მანქანის გამოყენების ინსტრუქციას.
მარილის აღმდგენი კამერები და სარეცხი საშუალება ყოველთვის უნდა იყოს შევსებული და ჭურჭლის სარეცხი მანქანის წვრილი ფილტრი რეგულარულად უნდა გაიწმინდოს.
ბიოდეგრადირება
სილიკატები და სოდა ბუნებრივი სუბსტანციებია, რომლებიც არ საჭიროებენ ბუნებაში დაშლას. ციტრატი – ცოცხალ ორგანიზმებში არსებული ნივთიერება, ბუნებაში მთლიანად იშლება მიკროორგანიზმების მიერ 2-3 დღეში. ნატრიუმის ჰიდროკარბონატი იშლება მინერალურ სოდად, წყლად და ჟანგბადად რეცხვის პროცესში, შესაბამისად არ საჭიროებს შემდგომ დეგრადაციას. ციტრატი, ნატრიუმის გლუკონატი და ცელულოზა როგორც სუფთა მცენარეულ-მინერალური ნივთიერებები OECD-ის მიხედვით იოლად ბიოდეგრადირებადია.

ეკოსერთიფიკატი
NCP (Nature Care Product)
CSE (Certified Sustainable Economics)
Vegan Society

შეფუთვა
ბლისტერი: PE
მუყაო: გადამუშავებადი 100%
მეორადი შეფუთვა: გადამუშავებადი 100%