Prostate Support

Prostate Support

165.00 

მარაგში

ხელს უწყობს ტესტოსტერონის ნორმალური დონის შენარჩუნებას და ოქსიდაციური სტრესისგან იცავს უჯრედებს.

90 კაფსულა

მარაგში

არტიკული: 5726 კატეგორია:

აღწერა

საკვები დანამატი შეიცავს ჭინჭრის და გოგრის თესლის ექსტრაქტს, ფიტოსტეროლებს, ლიკოპენს და თუთიას. თუთია ხელს უწყობს ტესტოსტერონის ნორმალური დონის შენარჩუნებას და ოქსიდაციური სტრესისგან იცავს უჯრედებს.

50+ ასაკის მამაკაცებში გამოიყენება წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის (გადიდება) დროს ან პრევენციისთვის. აფერხებს დაბერების პროცესებს, ტესტოსტერონის ოპტიმალურ დონეს უზრუნველყოფს და ოქსიდაციური სტრესისგან იცავს უჯრედებს.

შემადგენლობა (1 კაფსულა): თუთია 5მგ, ფიტოსტეროლები 95% 100მგ, გოგრის თესლის ექსტრაქტი 10:1 (500მგ გოგრის თესლის ექვივალენტი) 50მგ, ჭინჭრის ექტრაქტი 4:1 (400მგ ჭინჭრის ფოთლის ექვივალენტი) 100მგ, ლიკოპენი 10მგ (პომიდორი)

მიღების წესი: 1-2 კაფსულა დღეში.

უკუჩვენება: არ უნდა მიიღონ სოიოს მიმართ ალერგიულმა პირებმა.

არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ ნივთიერებებს, ხორბლის, რძის პროდუქტებს, სინთეზურ დამატკბობელს, საღებავებს და არომატიზატორებს.

შეინახეთ მშრალ, გრილ, სინათლისგან დაცულ ადგილას.

დამატებითი ინფორმაცია

ბრენდი

ბრენდის უპირატესობა

ნიადაგის გამოფიტვა სასურსათო და სამკურნალო მცენარეულ ნედლეულში საკვები და სასარგებლო ნივთიერებების დეფიციტს იწვევს. ამიტომ, ჯანსაღი კვების პირობებშიც კი ვერ ხერხდება ხოლმე ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ საჭირო საკვები ნივთიერებების მიღება.
საკვები დანამატების წარმოებისთვის „ციტოფლენი“ მხოლოდ ბიოდინამიურ მეურნეობაში მოპოვებულ ორგანულ სასურსათო ან სამკურნალო მცენარეულ ნედლეულს, მიკროორგანიზმებსა და მათ მეტაბოლურ პროდუქტებს იყენებს. ასეთ მეურნეობაში მცენარეები ცოცხალ, ნოყიერ ნიადაგში იზრდება, რაც მინერალებით, ვიტამინებით, სასარგებლო ნივთიერებებით და ფიტონუტრიენტებით მდიდარ ნედლეულს უზრუნველყოფს.
კვლევებით დადგენილია, რომ მცენარის მთლიანი ექსტრაქტი გაცილებით ეფექტურია, ვიდრე რომელიმე იზოლირებული ნივთიერება. ბუნებრივ კომპლექსურ ნაერთებში თითოეულ ნივთიერებას გარკვეული როლი აკისრია – ზოგი შეწოვას უწყობს ხელს, ზოგი გარდაქმნას, ზოგი გამოყოფას და ასე შემდეგ. ციტოფლენის საკვები დანამატებით ორგანიზმი ნივთიერებებს იმ სახით იღებს, როგორიც ეს ბუნებრივ სასურსათო /ბოსტნეული, ხილი/ ან სამკურნალო მცენარეულ ნედლეულშია წარმოდგენილი.
ცოცხალი ორგანიზმებიდან მიღებული ნივთიერებები ბუნებრივად ერთვებიან ადამიანის მეტაბოლურ ციკლში და იოლია მათი შეწოვაც და გარდაქმნაც. ციტოფლენის ბიოეფექტური საკვები დანამატების ფორმულები სრულფასოვნად შეიწოვება და გამოიყენება ორგანიზმის მიერ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ არ აღიზიანებენ საჭმლის მომნელებელ სისტემას.

Go to Top