ვეგანური ვიტამინი D3 & K2

ვეგანური ვიტამინი D3 & K2

110.00 

მარაგში

60 კაფსულა

მარაგში

არტიკული: 3876 კატეგორია:

აღწერა

მაღალი კონცენტრაციის ვიტამინი D3/K2 განკუთვნილია როგორც D ვიტამინის დეფიციტის სწრაფად შესავსებად, ისე პრევენციულად, ექიმის მეთვალყურეობით.
D ვიტამინი ხელს უწყობს ბავშვის ძვლოვანი სისტემის ნორმალურ ზრდასა და განვითარებას, კალციუმის და ფოსფორის შეწოვას და მათ მიზანმიმართულ გამოყენებას (ჯანსაღი ძვლები და კბილები), სისხლში კალციუმის დონის შენარჩუნებას, კუნთების და იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. მონაწილეობს უჯრედების გაყოფის პროცესში.
ვიტამინი K ხელს უწყობს სისხლის შედედების ნორმალიზებას, ჯანსაღი ძვლების შენარჩუნებას, D ვიტამინის შეწოვას და სწორად განაწილებას.
პროდუქტის უპირატესობა: ვიტამინი K2 სინერგიულად მუშაობს ვიტამინ D3-თან ერთად. ვიტამინ D3 -ის შეწოვისა და სწორად გადანაწილებისათვის ორგანიზმს D3-თან ერთად ვიტამინი K2 სჭირდება. ვიტამინი K2 (პოლიქინონი=ვიტამინი K1, მენაქინონი=ვიტამინი K2, მენადიონი =ვიტამინი K3 (MK-7) )-ეს არის ცილების მნიშვნელოვანი კოფაქტორი, რომლებიც აუცილებელია ძვლის აგების პროცესისთვის და შესაბამისად, ხელს უწყობს ძვლების სიჯანსაღეს. ასევე მნიშვნელოვანია K ვიტამინის მიღება D ვიტამინთან ერთად, რათა კალციუმის დეპონირება უზრუნველყოს ძვლებში და არა რბილ ქსოვილებში, შესაბამისად სისხლძარღვებს კალციუმის ფოლაქების ჩალაგებისგან იცავს.
ბრენდის უპირატესობა: ნიადაგის გამოფიტვა სასურსათო და სამკურნალო მცენარეულ ნედლეულში საკვები და სასარგებლო ნივთიერებების დეფიციტს იწვევს. ამიტომ, ჯანსაღი კვების პირობებშიც კი ვერ ხერხდება ხოლმე ორგანიზმისთვის საჭირო საკვები ნივთიერებების მიღება.
საკვები დანამატების წარმოებისთვის „ციტოფლენი“ მხოლოდ ბიოდინამიურ მეურნეობაში მოპოვებულ სასურსათო ან სამკურნალო მცენარეულ ნედლეულს, მიკროორგანიზმებსა და მათი მეტაბოლიზმის პროდუქტებს იყენებს. ასეთ მეურნეობაში მცენარეები ცოცხალ, ნოყიერ ნიადაგში იზრდება, რაც მინერალებით, ვიტამინებით, სასარგებლო ნივთიერებებით და ფიტონუტრიენტებით მდიდარ ნედლეულს უზრუნველყოფს.
კვლევებით დადგენილია, რომ მცენარის მთლიანი ექსტრაქტი გაცილებით ეფექტურია, ვიდრე რომელიმე იზოლირებული ნივთიერება. ბუნებრივ კომპლექსურ ნაერთებში თითოეულ ნივთიერებას გარკვეული როლი აკისრია – ზოგი შეწოვას უწყობს ხელს, ზოგი გარდაქმნას, ზოგი გამოყოფას და ასე შემდეგ. ციტოფლენის საკვები დანამატებით ორგანიზმი ნივთიერებებს იმ სახით იღებს, როგორიც ეს ბუნებრივ სასურსათო /ბოსტნეული, ხილი/ ან სამკურნალო მცენარეულ ნედლეულშია წარმოდგენილი.
ცოცხალი ორგანიზმებიდან მიღებული ნივთიერებები ბუნებრივად ერთვებიან ადამიანის მეტაბოლურ ციკლში და იოლია მათი შეწოვაც და გარდაქმნაც. ციტოფლენის ბიოეფექტური საკვები დანამატების ფორმულები სრულფასოვნად შეიწოვება და გამოიყენება ორგანიზმის მიერ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ არ აღიზიანებენ საჭმლის მომნელებელ სისტემას.
სრული შემადგენლობა: ვიტამინი K2( MK-7), ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი მიღებულია ლიქენიდან ).
გამოყენების წესი: 1 კაფსულა 1 ჯერ დღეში.
სიფრთხილის ზომები: ეს დანამატი შეიცავს 100მკგ (4000 ს.ე) ვიტამინ D3-ს თითო კაფსულაში. თუ იღებთ D ვიტამინის შემცველ სხვა დანამატებს და ჯამური დღიური დოზა 125 მკგ-ს (5000 ს.ე) აღემატება, აკონტროლეთ სისხლში D ვიტამინის დონე.
თუ იღებთ ვარფარინს ან სხვა ანტიკოაგულანტებს, გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.
არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ ნივთიერებებს, ხორბლის, სოიოს ან რძის პროდუქტებს, სინთეზურ საღებავებს და არომატიზატორებს
შეინახეთ მშრალ, გრილ, სინათლისგან დაცულ ადგილას.

დამატებითი ინფორმაცია

ბრენდი

Go to Top