აღწერა
ეს არის ჯილდოს მფლობელი, პრემიუმ და უნიკალური საკვები დანამატი, რომელიც მიღებულია 100% მცენარეული ნედლეულისაგან. იგი არის კოლაგენის ვეგანური ალტერნატივა და შეიცავს ადამიანის კოლაგენის იდენტურ ამინომჟავებს, ზუსტად სასურველი თანაფარდობით. კოლაგენი უზრუნველყოფს კანის, თმის, ფრჩხილების, იოგებისა და მყესების სტრუქტურულ სიჯანსაღეს.
კოლაგენი ორგანიზმში ყველაზე გავრცელებული ცილაა და შემაერთებელი ქსოვილის, მათ შორის მყესების, იოგების, კანისა და კუნთების ძირითადი კომპონენტია. ასაკის მატებასთან ერთად კოლაგენის გამომუშავება ნელდება. 25 წლის ასაკშიც კი, კოლაგენის დონე მცირდება, ხოლო 50 წლის ასაკში დაახლოებით 50% იკარგება. კოლაგენის შემცირებამ შეიძლება გამოიწვიოს ნაოჭების წარმოქმნა და კანის სიმკვრივისა და ფერის დაკარგვა, ასევე შეუძლია დააზიანოს კანის ბარიერი და გამოიწვიოს სიმშრალე და ლაქები.
უპირატესობები:
- ვეგანური კოლაგენი შეიცავს ამინომჟავებს ზუსტად სასურველი თანაფარდობით, რომლებიც წარმოდგენილია წყალში ხსნადი ფორმით.
- 100% მცენარეული წარმოშობის.
- ამინომჟავები უკვე იზოლირებულია, ამიტომ ორგანიზმი ადვილად ითვისებს მათ.
- არ აქვს უსიამოვნო სუნი და არც გემო
- გამოდგება ვეგეტარიანელებისთვის და ვეგანებისთვის
დამზადებულია დიდ ბრიტანეთში უმაღლესი სტანდარტებით, რაც უზრუნველყოფს უმაღლეს ხარისხსს. მისი ეფექტურობა დადასტურებულია კვლევებით. შედეგები აჩვენებს:
- კანი უფრო ელასტიური, მკვრივი, გლუვი და უფრო დატენიანებული ხდება
- სახის კანის ფერი ცოცხლდება
- მცირდება წვრილი ხაზების, ნაოჭების და მუქი ლაქების გაჩენა
სრული შემადგენლობა: ამინომჟავების კომპლექსი (L-პროლინი, გლიცინი, L-ლუტამინის მჟავა, L- ალანინი, L-არგინინი, L-ასპარკამის მჟავა, L- ლიზინი, L- სერინი,L- ლეიცინი, L-ვალინი, L-ფენილალანინი, L-თრეონინი, L- იზოლეიცინი, L- ჰისტადინი,L- თიროზინი,L- მეთიონინი,მზესუმზირას ლეციტინი), ჰიდროქსილიზინი, მზესუმზირას ლეციტინი), ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა (კაფსულა).
2 კაფსულა შეიცავს კოლაგენის კომპლექსის – 1000 მგ.
მიღების წესი: 2 კაფსულა დღეში.
უკუჩვენება: არ გააჩნია.
არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ და ხორბლის, სოიოს ან რძის პროდუქტებს, საღებავებს და არომატიზატორებს.
შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას.