აღწერა
მაღალი კონცენტრაციის ოპტიმალურად ეფექტური D3/K2 ვეგანური საკვები დანამატი. ეს პროდუქტი შეიცავს 100 მკგ (4000 სე) ვიტამინ D3-ს, ქოლეკალციფეროლს ვეგანური წყაროდან და 100 მკგ ვიტამინ K2-ს ( (MK-7). იგი განკუთვნილია მოკლევადიანი გამოყენებისთვის D ვიტამინის დონის ასამაღლებლად, სამედიცინო კვლევით დადგენილი ნაკლებობის შემთხვევაში. პრევენციულად მისი მიღება შესაძლებელია ზამთარში ორიდან ექვს თვემდე. მისი გამოყენება იდეალურია ციტოპლენის ნებისმიერ მულტიფორმულასთან ერთად.
უპირატესობები:
- შეიცავს 100 მკგ ვიტამინ D3-ს (4000 სე) და 100 მკგ ვიტამინ K2-ს თითო კაფსულაში
- გამოდგება ვეგანებისთვის
- ოპტიმალურად ბიოეფექტური
- გამოიყენება მგრძელვადიანი მკურნალობისთვის, სადაც საჭიროა მაღალი დოზები, ან ხანმოკლე მკურნალობისას დეფიციტის დონის სწრაფად ასამაღლებლად
- პატარა კაფსულები იოლად იყლაპება.
ვიტამინი K2 სინერგიულად მუშაობს ვიტამინ D3-თან. ორივე ვიტამინის ოპტიმალური ბიოლოგიური აქტივობის უზრუნველსაყოფად ორგანიზმს სჭირდება ორივე ადეკვატური რაოდენობით. ამიტომ, თუ ვიტამინ D3-ს იყენებთ, ასევე უნდა შეიტანოთ K2 ვიტამინის შემცველი წყაროები დიეტაში, ან მიიღოთ საკვები დანამატის სახით.
D ვიტამინის დეფიციტის განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან ბავშვები (5 წლამდე), ხანდაზმულები (65 წელზე მეტი), ადამიანები, რომლებიც იშვიათად არიან გარეთ (მზის ნაკლებობა) და მუქი კანის მქონე ადამიანები.
ვიტამინი D3-ის წყარო ამ დანამატში არის ლიქენი
D ვიტამინი უზრუნველყოფს:
- კალციუმის და ფოსფორის ნორმალურ შეწოვას და გამოყენებას
- სისხლში კალციუმის ნორმალურ დონეს
- ნორმალური ძვლებისა და კბილების შენარჩუნებას
- კუნთების ნორმალური ფუნქციის შენარჩუნებას
- იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას
ვიტამინი D ასევე:
- მონაწილეობს უჯრედების გაყოფის პროცესში
- საჭიროა ბავშვებში ძვლის ნორმალური ზრდისა და განვითარებისთვის
ვიტამინი K ხელს უწყობს:
- სისხლის ნორმალურ შედედებას
- ჯანსაღი ძვლების შენარჩუნებას
გთხოვთ გაითვალისწინოთ: ეს დანამატი შეიცავს 100მკგ (4000 სე) ვიტამინ D3-ს თითო კაფსულაში. თუ იღებთ D ვიტამინის შემცველ სხვა დანამატებს, გთხოვთ, შეამოწმოთ თქვენი ჯამური დღიური დოზა და თუ ეს არის 125 მკგ (5000 სე) ან მეტი დღეში, ორიდან ოთხ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, უნდა შეამოწმოთ სისხლში D ვიტამინის დონე. სისხლის ადექვატური დონე ითვლება 50 ნმოლ/ლიტრზე ზემოთ; სამეცნიერო ლიტერატურა ვარაუდობს, რომ ოპტიმალურია უფრო მაღალი დონე 100-დან 150 ნმოლ/ლიტრამდე; 250 ნმოლ/ლიტრზე მეტი დონე არ არის რეკომენდებული. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ზოგიერთი ლაბორატორია იყენებს სხვადასხვა ერთეულს, ანუ ნგ/მლ. აქ ციტირებულია ნმოლ/ლიტრი. ამ შემთხვევაში ოპტიმალური დიაპაზონი არის 40-დან 60 ნგ/მლ-მდე.
სრული შემადგენლობა: ვიტამინი K2 ( MK-7), ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლის სახით), მალტოდექსტრინი, სიმინდის სახამებელი, სილიციუმის დიოქსიდი, ასკორბილპალმიტატი, მიკროკრისტალური ცელულოზა.
გამოყენების წესი: 1 კაფსულა 1 ჯერ დღეში.
უკუჩვენება: თუ იყენებთ ვარფარინს ან სხვა ანტიკოაგულანტებს, ამ პროდუქტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
ეს პროდუქტი არის მაღალდოზირებული, ამიტომ რეკომენდებულია მისი ხანმოკლე დროით გამოყენება.
არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ და ხორბლის, სოიოს ან რძის პროდუქტებს, საღებავებს და არომატიზატორებს.
შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას