D ვიტამინის დეფიციტის სამკურნალოდ ან პრევენციისთვის.
15მლ
80.00 ₾
მარაგში
D ვიტამინის დეფიციტის სამკურნალოდ ან პრევენციისთვის.
15მლ
მარაგში
0 ასაკიდან
D ვიტამინი ხელს უწყობს ბავშვის ძვლოვანი სისტემის ნორმალურ ზრდასა და განვითარებას, კალციუმის და ფოსფორის შეწოვას და მათ მიზანმიმართულ გამოყენებას (ჯანსაღი ძვლები და კბილები), სისხლში კალციუმის დონის შენარჩუნებას, კუნთების და იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, მონაწილეობს უჯრედების გაყოფის პროცესში.
ბრენდის უპირატესობა: ნიადაგის გამოფიტვა სასურსათო და სამკურნალო მცენარეულ ნედლეულში საკვები და სასარგებლო ნივთიერებების დეფიციტს იწვევს. ამიტომ, ჯანსაღი კვების პირობებშიც კი ვერ ხერხდება ხოლმე ორგანიზმისთვის საჭირო საკვები ნივთიერებების მიღება.
საკვები დანამატების წარმოებისთვის „ციტოფლენი“ მხოლოდ ბიოდინამიურ მეურნეობაში მოპოვებულ სასურსათო ან სამკურნალო მცენარეულ ნედლეულს, მიკროორგანიზმებსა და მათი მეტაბოლიზმის პროდუქტებს იყენებს. ასეთ მეურნეობაში მცენარეები ცოცხალ, ნოყიერ ნიადაგში იზრდება, რაც მინერალებით, ვიტამინებით, სასარგებლო ნივთიერებებით და ფიტონუტრიენტებით მდიდარ ნედლეულს უზრუნველყოფს.
კვლევებით დადგენილია, რომ მცენარის მთლიანი ექსტრაქტი გაცილებით ეფექტურია, ვიდრე რომელიმე იზოლირებული ნივთიერება. ბუნებრივ კომპლექსურ ნაერთებში თითოეულ ნივთიერებას გარკვეული როლი აკისრია – ზოგი შეწოვას უწყობს ხელს, ზოგი გარდაქმნას, ზოგი გამოყოფას და ასე შემდეგ. ციტოფლენის საკვები დანამატებით ორგანიზმი ნივთიერებებს იმ სახით იღებს, როგორიც ეს ბუნებრივ სასურსათო /ბოსტნეული, ხილი/ ან სამკურნალო მცენარეულ ნედლეულშია წარმოდგენილი.
ცოცხალი ორგანიზმებიდან მიღებული ნივთიერებები ბუნებრივად ერთვებიან ადამიანის მეტაბოლურ ციკლში და იოლია მათი შეწოვაც და გარდაქმნაც. ციტოფლენის ბიოეფექტური საკვები დანამატების ფორმულები სრულფასოვნად შეიწოვება და გამოიყენება ორგანიზმის მიერ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ არ აღიზიანებენ საჭმლის მომნელებელ სისტემას.
ინფორმაცია კვებითი ღირებულების შესახებ: 2 წვ შეიცავს 5 მკგ (200 სე) ვიტამინ D3-ს, კვებითი ღირებულებით 100 %NRV 0,5 მლ შეიცავს 40 მკგ (1600 სე) ვიტამინ D3-ს, კვებითი ღირებულებით 800 %NRV
სრული შემადგენლობა: ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი მიღებულია ლიქენიდან), ქოქოსის ცხიმოვანი მჟავების საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდები, დ-ალფა-ტოკოფეროლი (ანტიოქსიდანტი).
მიღების წესი: 1 წვეთი შეიცავს 100 ს.ე D ვიტამინს. მიიღება ექიმის მიერ რეკომენდებული დოზით.
არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ ნივთიერებებს, ხორბლის, სოიოს ან რძის პროდუქტებს, სინთეზურ საღებავებს, დამატკბობელებს და არომატიზატორებს.
შეინახეთ მშრალ, გრილ, სინათლისგან დაცულ ადგილას.
ბრენდი |
---|