60 კაფსულა ვეგანური
ორგანული კურკუმა
60.00 ₾
მარაგში
მარაგში
აღწერა
კურკუმას ფხვნილი Curcuma longa-ს დაფქვილი ფესვებისგან მზადდება. მას ბევრი სამკურნალო თვისება აქვს. გამოიყენება როგორც ანთების საწინააღმდეგო, იმუნიტეტის გამაძლიერებელი, ანტიკანცეროგენული, დეპრესიის საწინააღმდეგო საშუალება. ხელს უწყობს ნაწლავური ფლორის ბალანსის შენარჩუნებას, საჭმლის მონელებას. აღადგენს ღვიძლის ფუნქციებს, იცავს მას ტოქსიური ნივთიერებების მავნე ზემოქმედებისგან და მსუბუქი ნაღვლმდენი მოქმედება აქვს. ასევე იყენებენ ფსორიაზისა და კანის სხვა დაავადებების სამკურნალოდ. კურკუმინი მდიდარია რკინით, ამიტომ ეფექტურია ანემიების სამკურნალოდ, სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს, ამცირებს შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარების რისკს.
ბრენდის უპირატესობა: ნიადაგის გამოფიტვა სასურსათო და სამკურნალო მცენარეულ ნედლეულში საკვები და სასარგებლო ნივთიერებების დეფიციტს იწვევს. ამიტომ, ჯანსაღი კვების პირობებშიც კი ვერ ხერხდება ხოლმე ორგანიზმისთვის საჭირო საკვები ნივთიერებების მიღება.
საკვები დანამატების წარმოებისთვის „ციტოფლენი“ მხოლოდ ბიოდინამიურ მეურნეობაში მოპოვებულ სასურსათო ან სამკურნალო მცენარეულ ნედლეულს, მიკროორგანიზმებსა და მათი მეტაბოლიზმის პროდუქტებს იყენებს. ასეთ მეურნეობაში მცენარეები ცოცხალ, ნოყიერ ნიადაგში იზრდება, რაც მინერალებით, ვიტამინებით, სასარგებლო ნივთიერებებით და ფიტონუტრიენტებით მდიდარ ნედლეულს უზრუნველყოფს.
კვლევებით დადგენილია, რომ მცენარის მთლიანი ექსტრაქტი გაცილებით ეფექტურია, ვიდრე რომელიმე იზოლირებული ნივთიერება. ბუნებრივ კომპლექსურ ნაერთებში თითოეულ ნივთიერებას გარკვეული როლი აკისრია – ზოგი შეწოვას უწყობს ხელს, ზოგი გარდაქმნას, ზოგი გამოყოფას და ასე შემდეგ. ციტოფლენის საკვები დანამატებით ორგანიზმი ნივთიერებებს იმ სახით იღებს, როგორიც ეს ბუნებრივ სასურსათო /ბოსტნეული, ხილი/ ან სამკურნალო მცენარეულ ნედლეულშია წარმოდგენილი.
ცოცხალი ორგანიზმებიდან მიღებული ნივთიერებები ბუნებრივად ერთვებიან ადამიანის მეტაბოლურ ციკლში და იოლია მათი შეწოვაც და გარდაქმნაც. ციტოფლენის ბიოეფექტური საკვები დანამატების ფორმულები სრულფასოვნად შეიწოვება და გამოიყენება ორგანიზმის მიერ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ არ აღიზიანებენ საჭმლის მომნელებელ სისტემას.
1 კაფსულა შეიცავს: კურკუმას ფესვის ფხვნილი-500 მგ
მიღების წესი: 1-2 კაფსულა დღეში.
უკუჩვენება: გამოვლენილი არ არის.
არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ ნივთიერებებს, ხორბლის, სოიოს, რძის პროდუქტებს, სინთეზურ დამატკბობელს, საღებავებს და არომატიზატორებს.
შეინახეთ მშრალ, გრილ, სინათლისგან დაცულ ადგილას
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი |
---|